სადამრიგებლო მუშაობა


სადამრიგებლო მუშაობა

დამრიგებლის მიზანია ჯანსაღი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნების აღზრდა,სასწავლო პროცესის მართვა,მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგი.მშობლებისთვის მოსწავლეების შედეგების გაცნობა.
  მუშაობის პრინციპები:
შემოქმედი, აქტიური პიროვნების ჩამოყალიბება.
მოსწავლეთა ჩართულობა (მონაწილეობა)
მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება.
    კლასთან მუშაობა შემდეგი ფორმით  მიმდინარეობს:
   საუბრები მოსწავლეებთან მათთვის საინტერესო საკითხებზე.
დისკუსიები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.
თანამშრომლობა მოსწავლეთა მშობლებთან და მასწავლებლებთან.
ცნობილ ადამიანებთან შეხვედრების მოწყობა.
კლასის საათის არაფორმალურ ადგილებში ჩატარება.
საუბრები  უსაფრთხოებისა და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ჩამოყალიბებისათვის.

.მე და ჩემმა მოსწავლეებმა შევიმუშავეთ ქცევის წესები:

1.არ ვაცდენთ არ ვიგვიანებთ.
2.გაკვეთილზე ვართ მოწესრიგებულები და ყურადღებიანები.
3.ყველა სასწავლო ნივთი თან გვაქვს.
4.ვუფრთხილდებით გარემოს.
5.ვეხმარებით ერთმანეთს.
6.არ ვჩაგრავთ არავის .
7.ყველას ვექცევით ისე ,როგორც გვინდა ჩვენ მოგვექცენ.


ანგარიში:

მერვე კლასის დამრიგებლის თამარ ძიძიგურის 2014-2015სასწავლო წლის პირველი სემესტრის ანგარიში.
კლასში მოსწავლეთა რაოდენობა-ორი,
1.ხარაიშვილი დავითი
2.ქველიაშვილი გიორგი
ორივე მოსწავლე ფიზიკურად და გონებრივად ჯანმრთელები არიან.იზრდებიან სრულფასოვან ოჯახებში დედ-მამასთან ერთად.შესაფერისი გარემო აქვთ სწავლისა და პიროვნული განვითარებისთვის.
მშობლები თანამშრომლობენ სკოლასთან და დამრიგებელთან.
·        2014წლის 22სექტემბერს ჩავატარეთ კრება მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან ერთად.სადაც გავაცანი შინაგანაწესი და ქცევის კოდექსი მოსწავლეებს.აგრეტვე სასკოლო სახელმძღვანელოების გადაცემასთან დაკავშირებით გავაფორმეთ ხელშეკრულებები.
·        დავაწესეთ მოსწავლეთა მორიგეობა.გამოვაკარით გაკვეთილების ცხრილი.გაეცვნენ დღის რეჟიმს.
·        27სექტემბერს მერვე-მეცხრე კლასის მოსწავლეები ვეწვიეთ მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურის ცენტრს,სადაც დავესწარით ხელოვნებათმცოდნე მაია დათუნაშვილის ლექციას.შემდეგ მოვინახულეთ აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების
მემორიალი.http://photopeach.



com/album/14b5arr
·         
·        ასევე ყვავილებით შევამკეთ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულის ნუგზარ კალანდაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ობელინსკი,იგი გმირულად დაიღუპა ავღანეთში.

·        25 ოქტომბერს მოვაწყვეთ ექსკურსია სამცხე-ჯავახეთში.მოვინახულეთ საფარის მონასტერი,რაბათის ციხე.ბორჯომის ეროვნული პარკი, მწვანე მონასტერი.მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ღირთშესანიშნავი ადგილები.


·        11 ნოემბერს მეშვიდე და მერვე  კლასის მოსწავლეებიხარაგაულის კინოთეატრში დავესწარით რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის მიერ წარმოდგენილ სპექტაკლს,,ყველაფერი გოდერძი ჩოხელის შესახებ“საოცარი ემოციებით დატვირთული დავბრუნდით სახლში.

·        


·        13 ნოემბერს მოეწყო ლიტერატურული საღამო მწერალ დათო ტურაშვილთან,სადაც მერვე კლასის მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს.წაიკითხეს თავის დაწერილი ლექსები.
·        
·        
მერვე კლასის მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს საახალწლო ნაძვის ხის შექმნაში.ხელოვნების მასწავლებელ მანანა თხელიძესთან ერთად
·        
ჩატარდა საახალწლო ღონისძიება,რომელშიც ჩართული იყვნენ მერვე კლასის მოსწავლეები.

·        ვატარებდით სადამრიგებლო საათს,როგორც
კლასში,ასევე სხვა გარემოში.სადამრიგებლო საათის მიზანი არის მოსწავლეთა პიროვნული და სოციალური უნარების განვითარება.
·        ვაწყობდი მშობლებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს.მათ ვაწვდიდი ინფორმაციას ნებისმიერი წარმატებების და უარყოფითი ქცევის შესახებ.ისინი აქტიურად ერთვებოდნენ  ყოველ ღონისძიებაში.
·        პირველი სემესტრი ორივე მოსწავლემ წარმატებით დაამთავრა.მომავალი სემესტრიდან კიდევ უფრო მონდომებით შეუდგებიან სწავლას.

კლასის საათი მერვე კლასის მოსწავლეები on PhotoPeach

No comments:

Post a Comment