კალენდარული გეგმა

კალენდარული გეგმა. თამარ ძიძიგური.

ცოცხალი სამყარო
სხეულები და მოვლენები
დედამიწა და გარესამყარო
ადამიანი და გარემო
ბუნ. I . 1.მოსწავლეს  შეუძლია  გააცნობიეროს შეგრძნების ორგანოების მნიშვნელობა გარემოს აღქმაში.
ბუნ. I .2 .მოსწავლეს შეუძლია  აღწეროს ორგანიზმები გარეგნული ნიშნების მიხედვით. 



ბუნ. I .3. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს სხეულებს/მოვლენებს შორის   მსგავსება და განსხვავება არსებითი ნიშნების მიხედვით.
ბუნ. I .4. მოსწავლეს შეუძლია  ორიენტირება სკოლის ტერიტორიაზე.

ბუნ. I .5. მოსწავლეს
შეუძლია  
დაახასიათოს
დღე-ღამის 
მონაცვლეობასთან
დაკავშირებული
მოვლენები.

ბუნ. I .6. მოსწავლეს შეუძლია ლოკალური გარემოს აღწერა.

ბუნ. I . 7. მოსწავლეს შეუძლია  პირადი ჰიგიენისა და  უსაფრთხო  ქცევის
ელემენტარული წესების დაცვა.

ბუნ. I .8. მოსწავლეს შეუძლიადამოკიდებულების გამოხატვასაკუთარი  გარემოსადმი.

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები:
მიმართულება: ცოცხალი სამყარო
ბუნ.I.1. მოსწავლე    შეუძლია   გა აცნობიერ   შეგრძნების ორგანოების მნიშვნელობა გარემოს აღქმაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ჩამოთვლის ადამიანის შეგრძნებებს და აღწერს მათ როლს გარემომცველი ობიექტების ამოცნობასა და პირად უსაფრთხოებაში (მაგ., როგორ გვეხმარება გარეგნული ნიშნები და სუნი  საკვების ვარგისიანობის დადგენაში; როგორ შეგვიძლია ხმის საშუალე ბით დავადგინოთ, გამართულად მუშაობს თუ არა რომელიმე ხელსაწყო );
·      შეგრძნებებს უკავშირებს შესაბამის ორგანოებს;
·      უკავშირებს ობიექტის ზოგიერთ მახასიათებელს  შესაბამის შეგრძნების ორგანოს (მაგ.,  ფერი, ფორმა - თვალი; გემო - ენა );
·      შეგრძნების ორგანოების (ერთდროულად ორის) დახმარებით აღწერს მისთვის ნაცნობი ობიექტების მახასიათებლებს (მაგ., ლიმონი  ყვითელი და მჟავეა, თოვლი თეთრი და ცივია );
·      იყენებს მარტივ ხელსაწყოებს (მაგ., ლუპა, სტეტოსკოპი )  ობიექტის აღსაქმელად.
ბუნ.I.2. მოსწავლე  შეუძლია  აღწეროს ორგანიზმები გარეგნული ნიშნების მიხედვით
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აღწერს ადამიანს (საკუთარ თავს) თვალსაჩინო გარეგანი ნიშნების მიხედვით;
·         აჯგუფებს ორგანიზმებს მცენარეებად და ცხოველებად  და აღწერს მათ განმასხვავებელ ნიშნებს;
·         ცხოველების და მცენარეების  მრავალფეროვნების გამოსავლენად სვამს კითხვებს (მაგ., ერთნაირია თუ არა სკოლის ეზოში მდგარი სხვადასხვა ხის ფოთლები? და ეძებს პასუხებს.
მიმართულება: სხეულები და მოვლენები
ბუნ.I. 3. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს სხეულებს/მოვლენებს შორის   მსგავსება და განსხვავება არსებითი ნიშნების მიხედვით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ადარებს და აჯგუფებს სხეულებს ერთი ან ორი ნიშნით საკლასო ოთახში, სახლში, ბუნებაში, ილუსტრაციებზე, მსჯელობს მათ განმასხვავებელ ნიშნებზე(მაგ., მერხი და საწერი მაგიდა );
·         აკვირდება და განასხვავებსმოძრავ და უძრავ სხეულებს  საკლასო ოთახში, სკოლის ეზოში, ქუჩაში;
·         პოულობს მსგავსი დანიშნულების საგნებს სახლსა და სკოლაში და აღწერს მათ;
·         აღწერს და განასხვავებს ბუნებრივ სხეულებსა (მაგ., ხე, ქვა ) და ადამიანის მიერ დამზადებულ საგნებს (მაგ., მაგიდა, აგური ).

მიმართულება: დედამიწა და გარესამყარო

ბუნ.I. 4. მოსწავლეს შეუძლია  ორიენტირება სკოლის ტერიტორიაზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • აფიქსირებს სასწავლო გარემოში (მაგ., საკლასო ოთახი, სკოლის დერეფანი, სკოლის ეზო ) ობიექტების  დანიშნულებასა და მათ მდებარეობას საკუთარი თავის მიმართ (მისგან: შორს - ახლოს, ზემოთ - ქვემოთ, წინ - უკანმარჯვნივ - მარცხნივ);
  • სკოლაში აგნებს მისთვის მნიშვნელოვან ადგილებს (მაგ., საკლასო ოთახი, სპორტული დარბაზი, ტუალეტი, ბუფეტი, ექიმის კაბინეტი, ადგილი, სადაც უნდა დაელოდოს უფროსს ) ;
  • ხატავს სასწავლო გარემოს შესაბამისი ობიექტებით (მაგ., სკოლის შენობა, ეზო, საკლასო ოთახი ).

ბუნ.I.5. მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათოს დღე-ღამის  მონაცვლეობასთან დაკავშირებული მოვლენები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ბუნებაში ან ილუსტრაციებზე ამოიცნობს ციურ სხეულებს (მზე, მთვარე, ვარსკვლავები);
·         აღწერს საკუთარი აქტივობების მონაცვლეობას დღე-ღამის განმავლობაში და  უკავშირებს კონკრეტულ დროს (მაგ., დილის 9 საათი - სწავლის დაწყება, საღამოს 6 საათი - საყვარელი ტელეგადაცემა );
·         აღწერს ცხოველთა (მაგ., ღამურა, შინაური ცხოველები, მწერები ) ქცევას დღე-ღამის განმავლობაში, გადმოსცემს მისთვის საინტერესო ისტორიას  და აკეთებს ჩანახატებს.
ბუნ.I. 6. მოსწავლეს შეუძლია ლოკალური გარემოს აღწერა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აგროვებს ბუნებრივ სხეულებს (მაგ., ქვები, გირჩები, ნაყოფები ), აჯგუფებს მათ თვალსაჩინო ნიშნის მიხედვით (ფერი, ფორმა, ზომა, სიმძიმე ან სიმაგრე) და აღწერს მათ;
·         აკვირდება და აღწერს   მის გარშემო არსებულ ობიექტებს;
·         დაკვირვების საფუძველზე აღწერს ლოკალურ გარემოს და ქმნის ნახატებს.

მიმართულება:   ადამიანი და გარემო

ბუნ.I.7. მოსწავლე  შეუძლია  პირადი ჰიგიენისა და  უსაფრთხო  ქცევის ელემენტარული წესებ  სდა  ვა .

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·       ამოიცნობს და განმარტავს ქუჩაში მოძრაობის  წესების ამსახველ ძირითად პირობით ნიშნებს(არა უმეტეს სამი საპირისპირო წყვილისა), ხსნის მათი დაცვის აუცილებლობას;
·       ასახელებს საკუთარი საცხოვრებელი  ადგილის და სკოლის მისამართს;
·       მსჯელობს  საყოფაცხოვრებო ნივთების (მაგ. , მაკრატელი, ჩაქუჩი, ფანქრის სათლელი ) უსაფრთხო მოხმარების წესებზე;
·       საუბრობს ცხოველებთან და მცენარეებთან უსაფრთხო ურთიერთობაზე;
·       ასახელებს პირადი ჰიგიენის ნივთებს (მაგ., სავარცხელი, კბილის ჯაგრისი, პირსახოცი ),  აღწერს მათ დანიშნულებას და მოხმარების წესებს;
·       საუბრობს კომპიუტერით სარგებლობის ჰიგიენური ნორმების (კომპიუტერით სარგებლობის ხანგრძლივობა, მანძილი მონიტორსა და მოსწავლეს შორის) დაცვის აუცილებლობაზე.
ბუნ.I.8. მოსწავლეს შეუძლია საკუთარი  გარემოსადმი დამოკიდებულები  გამოხატვა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·       მონაწილეობს სასკოლო გარემოში ქცევის ელემენტარული წესების შემუშავებაში მასწავლებელთან ერთად და იცავს მათ;
·       უფრთხილდება და უვლის პირად, თანაკლასელების ნივთებსა და სასკოლო ინვენტარს;
·       განასხვავებს სუფთა და დანაგვიანებულ გარემოს, სიტყვიერად ან ჩანახატების სახით გადმოცემს  საკუთარ განწყობას კონკრეტული გარემოს მიმართ;
·       იცავს გარემოში სისუფთავეს  და აღწერს ამ მიზნით საკუთარი ქმედების  მნიშვნელობას   (მაგ., საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსება );
·       თანაკლასელებს უზიარებს საკუთარ დამოკიდებულებას საყვარელი ნივთების, მცენარეებისა და ცხოველებისადმი და ახასიათებს მათ მისთვის გამორჩეული ნიშანთვისებებით;
·         აღწერს და აჯგუფებს კონკრეტულ გარემოს ადამიანის აქტივობის მიხედვით (მაგ., სა ძინე ბელი - ძილი საკლასო ოთახი - სწავლა).

პროგრამის შინაარსი

გარემოს აღქმა - შეგრძნებების ორგანოები და შეგრძნებები: კანი –  შეხება, თვალიმხედველობა, ენაგემო, ცხვირიყნოსვა, ყური –  სმენა.
სხეულთა თვისებები - სხეულის თვისებები: ფერი, ფორმა, ზომა, მძიმე, მსუბუქი, სიგლუვე, გამჭვირვალობა, სუნი, გემო.
ცოცხალი ობიექტების მრავალფეროვნება - ადამიანი (საკუთარი თავი) და მისი აღნაგობა; მცენარეების და ცხოველების მრავალფეროვნება ( მაგ., ხე, ბუჩქი, ბალახი; ხილი, ბოსტნეული; შინაური და გარეული ცხოველები );
ცა და დედამიწის ზედაპირი - მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ღრუბელი.
დღე და ღამე - კვირის დღეები; დღე-ღამის მონაცვლეობა.
სხეულთა შედარება - ბუნებრივი და ადამიანის მიერ დამზადებული სხეულები.
სას კოლო გარემო - სკოლაში ქცევის წესები;
სასწავლო გარემოს ობიექტები:            სკოლის შენობა, საკლასო ოთახი, სკოლის ეზო, სპორტული დარბაზი, ტუალეტი, ბუფეტი, ექიმის კაბინეტი და სხვ.;
სასკოლო ინვენტარი;
პირადი და საერთო სარგებლობის სასკოლო ნივთები.
უსაფრთხო ქცევის წესები - ქუჩაში უსაფრთხო მოძრაობის ძირითადი პირობითი ნიშნები: შუქნიშანი, გადასასვლელი;
საყოფაცხოვრებო ნივთების უსაფრთხო გამოყენების ელემენტარული წესები: ელექტროხელსაწყოები;
ცხოველებთან და მცენარეებთან უსაფრთხო ურთიერთობის წესები.
პირადი ჰიგიენა
პირადი ჰიგიენის ნივთები: კბილის ჯაგრისი, სავარცხელი, პირსახოცი.
მიმართებითი ტერმინები : შორს-ახლოს, ზემოთ - ქვემოთწინ - უკან, მარჯვნივ - მარცხნივ.

                                                                            II კლასი
ბუნებისმეტყველებ 
სტანდარტი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:
ცოცხალი სამყარო
სხეულები და მოვლენები
დედამიწა და გარესამყარო
ადამიანი და გარემო

ბუნ. II .1. მოსწავლეს  შეუძლიამცენარის და ცხოველის  სხეულის ძირითადი   ნაწილების აღწერა.

ბუნ. II .2. მოსწავლეს
შეუძლია
განიხილოს
ზრდა, როგორც
ცოცხალის
 თვისება.



ბუნ. II .3. მოსწავლეს
შეუძლია
ადვილად
დაკვირვებადი                   მოძრაობების  აღწერა.






ბუნ. II . 4. მოსწავლეს შეუძლია სეზონური მოვლენების დახასიათება.

ბუნ. II .5. მოსწავლეს შეუძლია  ნაცნობ გარემოში           ორიენტირება.

ბუნ. II . 6. მოსწავლეს შეუძლია ამინდის კომპონენტების აღწერა და დახასიათება.



ბუნ. II . 7. მოსწავლეს შეუძლია  პირადი ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვა.

ბუნ. II . 8. მოსწავლეს შეუძლია   ჯგუფში უსაფრთხო ქცევის წესების დაცვა.

ბუნ. II . 9. მოსწავლეს შეუძლია   გარემოსადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.


წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები:
მიმართულებაცოცხალი სამყარო
ბუნ.II.1. მოსწავლეს   შეუძლია მცენარის და ცხოველის სხეულის ძირითად    ნაწილების აღწერა.
           შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:  
·           თვალსაჩინოებაზე ამოიცნობს და ასახელებს ორგანიზმის  ძირითად  ნაწილებსგამოთქვამს აზრს მათი ფუნქციის შესახებ;
·           თვალსაჩინოებაზე ამოიცნობს სხვადასხვა ორგანიზმის  ერთნაირი ფუნქციის მქონე ნაწილებს (მაგ., ფეხი/ფრთა/ფარფლი - მოძრაობა, ცხვირი/დინგი/ხორთუმი - ყნოსვა );
·           აგროვებს მასალას (მაგ. ,   ჰერბარიუმი, ჟურნალ-გაზეთების ილუსტრაციები ), ავლენს მცენარეებისა და ცხოველების ორგანიზმის ძირითადი ნაწილების მრავალფეროვნებას  და აკეთებს კოლაჟს;
·           ასრულებს მარტივ ინსტრუქციებს და ფრაგმენტებისაგან ქმნის მცენარის, ცხოველის, ადამიანის გამოსახულებას;
·           მოსწავლე აღწერს სხვადასხვა მცენარეს შორის არსებულ მსგავსებას და განსხვავებას (მაგ., ერთი ან სხვადასხვა სახეობის მცენარის ფოთლების ფორმა და ზომა, ყვავილების გვირგვინის ფურცლების რაოდენობა, ნაყოფებში თესლების რაოდენობა ).
ბუნ.II.2. მოსწავლეს შეუძლია  განიხილოს ზრდა, როგორც ცოცხალის   თვისება .

      შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ორგანიზმის ზრდისთვის აუცილებელი პირობების (მაგ. , წყალი, საკვები, საბინადრო გარემო ) გამოსავლენად სვამს კითხვებს (მაგ., რა დაემართება ქოთნის მცენარეს თუ იშვიათად  მოვრწყავთ? რა დაემართება ზაზუნას თუ შევუმცირებთ საკვებს? ) და ეძებს პასუხებს;
  • მოიპოვებს მასალას ზრდის პროცესის საილუსტრაციოდ (მაგ., ტანსაცმლის დაპატარავება, სხვადასხვა ასაკში გადაღებული ფოტოსურათები, სარძევე კბილების მოცვლა );
  • აკვირდება და აღწერს მცენარეების ზრდის პროცესს (მაგ., ხორბლის აღმონაცენის  სიმაღლის მატება ),  წერილობით აღრიცხავს მონაცემებს;
  • ადარებს ერთმანეთს ზრდასრულ ცხოველებს და მათ ნაშიერებს,აღწერს ზრდის პროცესში მომხდარ ცვლილებებს (მაგ., ზომის, ფერის  ან საფარველის ცვლილება ).
მიმართულებასხეულები და მოვლენები
ბუნ.II.3. მოსწავლ   შეუძლია ადვილად დაკვირვებად    მოძრაობებ    აღწერა.
          შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აკვირდება და აღწერს თამაშის დროს შესრულებულ მოძრაობებს (მაგ., სრიალი, ტრიალი, ქანაობა);
·         ყოველდღიური ცხოვრებიდან ჩამოთვლის სხვადასხვა სხეულის (მაგ., ადამიანი, ცხოველი, მანქანა, გემი, თვითმფრინავი მოძრაობის მაგალითებს და აჯგუფებს მათ სისწრაფის მიხედვით;
·         აკვირდება და ასახელებს მოძრავი ობიექტის ნაწილებს, რომელთა მეშვეობითაც ის (ობიექტი) გადაადგილდება (მაგ., ბორბლები, ფეხები, ფრთები );
·         სვამს კითხვებს (მაგ., რომელი სხეულის დაძვრაა უფრო ადვილი?) იმ ფაქტორების (მაგ., ზომა, ფორმა, სიმძიმე, ზედაპირი )დასადგენად, რომლებიც გავლენას ახდენს სხეულთა  დაძვრაზე, მოძრაობასა და გაჩერებაზე,ეძებს პასუხებს;
·         ამზადებს მოძრავი სხეულის მოდელს (მაგ. ბორბლებიანს), აღწერს მუშაობის ეტაპებს (მოქმედებების თანმიმდევრობა, წარმოქმნილი სირთულეები და მათი გადაჭრა).
მიმართულებადედამიწა და გარესამყარო

ბუნ.II.4. მოსწავლეს შეუძლია სეზონური მოვლენების დახასიათება.
         შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·    თანმიმდევრობით ჩამოთვლის სეზონებს და თვეებს;
·    ერთმანეთს ადარებს სეზონებს, საუბრობს მათ განმასხვავებელ ნიშნებზე, აკეთებს კოლაჟებსჩანახატებს და სხვა;
·    აღწერს იმ ცვლილებებს, რომლებსაც განიცდიან მცენარეები და ცხოველები სეზონების მიხედვით (მაგ., ფოთოლცვენა, ყვავილობა, ბეწვის ფერის ცვლა );
·    ჩამოთვლის  მაგალითებს სეზონების მიხედვით ადამიანის საქმიანობის და ცხოველების ქცევის შესახებ (მაგ., ხვნა, თესვა, ფრინველების გადაფრენა );
·    ახარისხებს ტანსაცმელს სეზონების მიხედვით;
·    ჩამოთვლის მისთვის მნიშვნელოვან  დღესასწაულებს  და  აკავშირებს სეზონებთან.

ბუნ.II.5. მოსწავლეს შეუძლია   ნაცნობ გარემოში   ორიენტირება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      დაკვირვებების საფუძველზე აღწერს გზას სახლიდან სკოლამდე; აფიქსირებს გზაზე  არსებულ მისთვის მნიშვნელოვან ორიენტირებს (ხელოვნურ ან ბუნებრივ ობიექტებს); მონაცემებს წარმოადგენს ნახატის სახით;
·      ირჩევს ნაცნობ გარემოში (მაგ., სახლი, სკოლა, ეზო , პარკ  ) მისთვის მნიშვნელოვან ორიენტირებს. აღწერს მარშრუტებს ობიექტებს შორის;
·      ასრულებს და თავადაც გასცემს მარტივ ინსტრუქციებს (არაუმეტეს 3-4 მიმართულებისანაცნობ ტერიტორიაზე (მაგ., სკოლის ტერიტორია ) ორიენტირებისთვი .

ბუნ. II.6. მოსწავლეს შეუძლია ამინდის კომპონენტების აღწერა და დახასიათება.
        შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      აკვირდება ამინდის ცვალებადობას და ჩამოთვლის  ამინდის განმსაზღვრელ კომპონენტებს (მაგ., ნალექები, ქარი, სითბო, სიცივე );
·      ქმნის ამინდის განმსაზღვრელი კომპონენტების აღმნიშვნელ სიმბოლიკას,ადგენს დაკვირვების დღიურს და გარკვეული პერიოდის  (მაგ., ერთი კვირა) მანძილზე     შეაქვს მონაცემები;
·      მსჯელობს თითოეული სეზონისათვის დამახასიათებელი ამინდის შესახებ;
·      გამოხატავს საკუთარ განწყობას სხვადასხვა  ამინდის მიმართ;
·      აკვირდება ორგანიზმების(მაგ., მერცხლები , სხვადასხვა მწერი )  ქცევას ამინდის ცვლილებისას, დაკვირვების შედეგებს გადმოსცემს სხვადასხვა გამომსახველობითი ხერხით.

მიმართულებაადამიანი და გარემო
ბუნ.II.7. მოსწავლეს შეუძლია  პირადი ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·    გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას პირადი ჰიგიენის წესების დაცვის მნიშვნელობის შესახებ;
·    ადგენს მომდევნო დღის რეჟიმს და საუბრობს მისი შესრულების შესახებ;
·    მსჯელობს რეგულარული ფიზიკური ვარჯიშის მნიშვნელობაზე და რამდენიმე ვარჯიშს აჩვენებს თანაკლასელებს.

ბუნ.II.8. მოსწავლეს შეუძლია უსაფრთხო ქცევის ძირითადი წესების დაცვა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·    ასახელებს იმ პირებს, ვისაც საჭიროების შემთხვევაში მიმართავს დახმარებისთვის (მაგ., პატრულს, პოლიციელს, ექიმს, გამყიდველს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლს );
·    საუბრობს გადაუდებელი დახმარების სამსახურების დანიშნულებაზე, ამოიცნობს მათ სიმბოლიკას და ასახელებს საკონტაქტო ტელეფონებს;
·    ჩამოთვლის ადგილებს, სადაც საგანგებო ვითარებისას (მაგ. , მიწისძვრა, წყალდიდობა ) დაცული იქნება (უსაფრთხო ადგილები შენობებში და მის გარეთ);
·    შეიმუშავებს ყოველდღიურ ცხოვრებაში სითბოს და სინათლის წყაროების უსაფრთხო გამოყენების წესებსჯგუფური მუშაობის შედეგად.
ბუნ.II.9.მოსწავლეს შეუძლია   გარემოსადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
          შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·    აკვირდება ლოკალურ გარემოს, საუბრობს ადამიანის საქმიანობით(მაგ. , სკოლის და სახლის ეზო - მოვლა/გამწვანება )  გამოწვეულ ცვლილებებზე;
·    გამოთქვამს მოსაზრებას სკოლის გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, სახავს მისი განხორციელების გზებს;
·    მონაწილეობს სკოლის გარემოს გაუმჯობესებისთვის დაგეგმილ აქციებში.

პროგრამის შინაარსი
     მცენარეები და ცხოველები
სხეულის ნაწილები:
ფესვი, ღერო, ფოთოლი, ყვავილი, ნაყოფი; თავი, ტანი, კიდურებიკუდი;
სხეულის ნაწილების მრავალფეროვნება: ფორმა, ფერი, ზომა.
ორგანიზმების ზრდა
ზრდისთვის აუცილებელი ფაქტორები: ჰაერი, წყალი, საკვები, სინათლე.
      ადვილად დაკვირვებადი მოძრაობები
სხეულთა მოძრაობის სახეები (მაგ., სრიალი, ტრიალი, ქანაობა );
მოძრაობის სისწრაფე: სწრაფი - ნელი;
მოძრაობის საშუალებები (მაგ., ბორბლები, ფეხები, ფრთები );
ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს სხეულის დაძვრაზე, მოძრაობასა და გაჩერებაზე (მაგ., სხეულის ფორმა, ზომა, სიმძიმე, ზედაპირი).
სეზონური ცვლილებები
წელიწადის დროები და თვეები;           
ბუნებრივი მოვლენები;
ცოცხალ სამყაროში მიმდინარე სეზონური  ცვლილებები;
ადამიანის საქმიანობა.
ორიენტირება ნაცნობ გარემოში
გზა სახლიდან სკოლამდე და ნაცნობ ადგილებამდე;
ორიენტირები;
საორიენტაციო მარტივი ინსტრუქციები.
ამინდი და მისი კომპონენტები
ამინდის კომპონენტები: ნალექები, ქარი, სითბო, სიცივე და სხვა;
ამინდი სეზონების მიხედვით;
ამინდის დღიური;
ამინდი და ორგანიზმების ქცევა.
უსაფრთხო ქცევის წესები და პირადი ჰიგიენა
უსაფრთხოება სახლსა და ქუჩაში;
სინათლისა და სითბოს წყაროების უსაფრთხო გამოყენების წესები;
პირადი ჰიგიენის ელემენტარული წესები;
დღის რეჟიმი;
ფიზიკური ვარჯიშის მნიშვნელობა;
ჯანსაღი კვება და მისი მნიშვნელობა.
                                                                    






                                                                    III კლასი
ბუნებისმეტყველებ 
სტანდარტი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:
ცოცხალი სამყარო
სხეულები და მოვლენები
დედამიწა და გარესამყარო
ადამიანი და გარემო
ბუნ. III .1. მოსწავლეს შეუძლია განარჩიოს სიცოცხლის ძირითადი გამოვლინებები.
ბუნ. III .2. მოსწავლეს შეუძლია  განმარტოს გარემოს მნიშვნელობა ორგანიზმებისთვის.


ბუნ. III .3. მოსწავლეს შეუძლია    სინათლისა და სითბოს ბუნებრივი და ხელოვნური  წყაროების აღწერა და ერთმანეთისგან განსხვავება.
ბუნ. III . 4.მოსწავლეს შეუძლია   მოძრაობის გამომწვევი მიზეზების აღწერა.
ბუნ. III .5. მოსწავლეს
შეუძლია
საგნების
სიმძიმისა და
ზომის მიხედვით განსხვავება.
ბუნ. III . 6. მოსწავლეს შეუძლია მზის   და მთვარის დახასიათება.
ბუნ. III . 7. მოსწავლეს შეუძლიალოკალურ გარემოში ორიენტირება და ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტისერთმანეთისგან განსხვავება.
ბუნ. III .8. მოსწავლეს შეუძლია  ბუნებრივი მოვლენების მრავალფეროვნების დახასიათება.
ბუნ. III . 9.მოსწავლეს შეუძლია  პირადი ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვა.
ბუნ. III . 10.მოსწავლეს შეუძლია   ჯგუფში უსაფრთხო ქცევის წესების დაცვა.
ბუნ. III . 11.მოსწავლეს  შეუძლია  გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა.



წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები:
მიმართულებაცოცხალი სამყარო
ბუნ.III.1. მოსწავლე  შეუძლია განარჩ იოს სიცოცხლის ძირითად  გამოვლინებებ  .

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ირჩევს ობიექტებს სასიცოცხლო გამოვლინებებზე (მოძრაობა, კვება, სუნთქვა, ზრდა და გამრავლება) დასაკვირვებლად და სვამს კითხვებს(მაგ., რით იკვებება ძროხა, როგორ მოძრაობს თევზი, ფრინველი );
·         აჯგუფებს ცოცხალ და არაცოცხალ ობიექტებს და განმარტავს დაჯგუფების პრინციპს;
·         ასრულებს ინსტრუქციასაკვირდება კონკრეტულ სასიცოცხლო გამოვლინებას (მაგ., აღმონაცენის ზრდა )და აღრიცხავს შედეგებს.

ბუნ.III.2. მოსწავლე  შეუძლია  განმარტ ოს გარემოს მნიშვნელობა ორგანიზმებისთვის.
           შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:  
  • აგროვებს ინფორმაციას, აღწერს ორგანიზმების გარემო ფაქტორებზე  (საკვები, წყალი, ნიადაგი, ჰაერი, თავშესაფარი)დამოკიდებულებას, სვამს კითხვებს და ეძებს პასუხებს;
  • ქმნის კონკრეტული ორგანიზმისათვის საარსებო გარემოს მოდელს (მაგ., ჩანახატს );
  • ამოიცნობს სხვადასხვა საარსებო გარემოში (წყალი, ჰაერი, ხმელეთი) მობინადრე ცოცხალ ობიექტებს და ახასიათებს მათ შეგუებულობას;
  • ლოკალურ გარემოში იკვლევს ორგანიზმების სხვადასხვა საბინადროს (მაგ., სორო, ბუდე, სახლი ) და აღწერს მათი აგების თავისებურებებსა და დანიშნულებას.

მიმართულებასხეულები და მოვლენები
  ბუნ.III.3. მოსწავლე  შეუძლია     სინათლისა და სითბოს ბუნებრივი და ხელოვნური წყაროების აღწერა და ერთმანეთისგან განსხვავება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ილუსტრაციებზე  და/ან ბუნებაში ამოიცნობს სინათლისა და სითბოს ბუნებრივ და ხელოვნურ წყაროებს;
·      აკვირდება და ახასიათებს სინათლის გავრცელებასა და სითბოს გადაცემას;
·      თანაკლასელებთან ერთად შეიმუშავებს და იცავს ყოველდღიურ ცხოვრებაში სითბოსა და სინათლის წყაროების უსაფრთხო გამოყენების წესებს;
·      მსჯელობს მისთვის და მისი უშუალო გარემოსთვის სინათლისა და სითბოს მნიშვნელობაზე.
ბუნ.III.4. მოსწავლეს შეუძლია    მოძრაობის გამომწვევი მიზეზების აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      აკვირდება სხეულთა მოძრაობასსვამს კითხვებს მოძრაობის გამომწვევი მიზეზების შესახებ და გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას;
·      მასწავლებლის დახმარებით  ატარებს მარტივ ცდებს მოძრაობის გამომწვევი მიზეზების (მაგ., მოქაჩვა, ბიძგი ) გამოსავლენად, აკეთებს დასკვნებს.
ბუნ.III.5. მოსწავლეს შეუძლია   საგნების სიმძიმისა და ზომის მიხედვით   განსხვავება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • მანიპულირებს მარტივი ხელსაწყოებითა (სასწორი, სახაზავი) და საზომი ერთეულებით (კგ, , სმ), წარმოადგენს მონაცემებს;
  • აჯგუფებს მის ირგვლივ არსებულ საგნებს  სიმძიმის/ზომის მიხედვით;
·         აკვირდება სხვადასხვა მასალისაგან დამზადებულ სხეულებს, გამოთქვამს ვარაუდს მათი ზომებისა და სიმძიმის შესახებ,ამოწმებს გაზომვებით.

მიმართულებადედამიწა და გარესამყარო

ბუნ.III.6. მოსწავლეს შეუძლია მზის და მთვარის დახასიათება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აღწერს მზის მდებარეობას დღის მანძილზე მისთვის ნაცნობი ობიექტების (მაგ., ოთახის ფანჯარა ) მიმართ;
·         ატარებს დაკვირვებებს ჩრდილის (მაგ., ხის ჩრდილი ) სიგრძის ცვალებადობაზე დღის მანძილზე, სვამს შესაბამის კითხვებს და ეძებს პასუხებს; აკავშირებს ჩრდილის სიგრძეს გარკვეულ დროსთან (დილა, შუადღე, საღამო);
·         ადარებს მზესა და მთვარეს ნათების (სიკაშკაშე, სითბო) მიხედვით.
·         ბუნ.III.7. მოსწავლეს შეუძლია ლოკალურ გარემოში ორიენტირება და ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის ერთმანეთისგან განსხვავება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        ასახელებს წყლისა (მაგ., ტბა, მდინარე ) და ხმელეთის (მაგ., მთა, ვაკე ) ობიექტების მაგალითებს და განასხვავებს მათ;
·        მასწავლებლის დახმარებით იკვლევს ლოკალურ გარემოს, იყენებს გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელ ტერმინებს;
  • ქმნის გეოგრაფიული ობიექტების (მაგ., ტბა, მთა) მარტივ  მოდელებს (მაგ., ხატავს, ძერწავს );
·        განსაზღვრავს საკუთარი საცხოვრებლის ან სკოლის მდებარეობას ნიშანდობლივი გეოგრაფიული ობიექტების (მაგ., მდინარე, მთა , ხევი ) მიმართ
·        გამოკითხვით მოიძიებს ინფორმაციას (მაგ., ისტორიული ფაქტი, ლეგენდა და საგვარეულო თქმულება) ლოკალური გარემოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტის შესახებ, მონაცემებს წარმოადგენს წერილობით ან ნახატის სახით.
ბუნ.III.8. მოსწავლეს შეუძლია  ბუნებრივი მოვლენების მრავალფეროვნებ ის დახასიათ ება .

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ახასიათებს  მისთვის ნაცნობ ბუნებრივ მოვლენებს (მაგ., წვიმა, ქარი ცისარტყელა )და აღწერს მათ;
  • აკვირდება და აღრიცხავს ჰაერის ტემპერატურას დღე-ღამის მანძილზე,მონაცემებს წარმოადგენს ცხრილის სახით, აანალიზებს შედეგებს და გამოაქვს დასკვნა;
  • ადარებს საკუთარ ჩანაწერებსა და გამოქვეყნებულ ამინდის პროგნოზს,  განსხვავებების არსებობის შემთხვევაში გამოთქვამს სავარაუდო მიზეზებს;
  • სვამს შესაბამის კითხვებს (რეაგირებენ თუ არა ორგანიზმები ამინდის ცვლილებაზე), აგროვებს ინფორმაციას (გამოკითხვის გზით) ცოცხალი ბარომეტრების (მაგ. , მწერები ) შესახებ და აცნობს თანაკლასელებს.

მიმართულებაადამიანი და გარემო
ბუნ.III.9. მოსწავლეს შეუძლია  პირადი ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ჩამოთვლის ელემენტარულ ზომებს, რომელთა დაცვა საჭიროა გადამდები დაავადებების თავიდან ასაცილებლად;
  • სიმულაციური თამაშის დროს წარმოადგენს გადამდები დაავადებების თავიდან აცილების ზომებს;
  • ასახელებს აქტიური დასვენების მისთვის სასურველ ფორმებს და ადგილებს;
  • ადგენს კვების საკუთარ რაციონში შემავალი პროდუქტების სიას და გამოყოფს ადამიანისთვის  აუცილებელ საკვებ პროდუქტთა ჯგუფებს (მაგ., ბოსტნეული, მარცვლეული, რძის პროდუქტები );
  • კითხულობს საკვები პროდუქტის ეტიკეტს (დასახელება, გამოყენების ვადა) და საზღვრავს პროდუქტის ვარგისიანობას.

ბუნ.III.10. მოსწავლეს შეუძლია   ჯგუფში უსაფრთხო ქცევის წესების დაცვა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • იცავს უსაფრთხოების წესებს სხვადასხვა ჯგუფური თამაშის ან სპორტული ღონისძიების დროს;
  • ასახელებს საგანგებო სიტუაციაში (მაგ., ხანძარი, მიწისძვრა, ღვარცოფი, წყალდიდობა, მეწყერი ) ჯგუფური მოქმედების წესებს.

ბუნ.III.11. მოსწავლეს  შეუძლია  გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           იკვლევს ლოკალურ გარემოს და აღწერს მისთვის ადვილად დაკვირვებად დროის პერიოდშიადამიანის ზემოქმედებით გამოწვეულ ცვლილებებს;
·           ადარებს ერთმანეთს ბუნებრივ (მაგ., ტყე, ველი ) და ხელოვნურ (მაგ., პარკი, ბოსტანი, ზოოპარკი, აკვარიუმი, ტერარიუმი ) საარსებო გარემოს და მსჯელობს მათ თავისებურებებზე;
·           ჩამოთვლის მაგალითებს და განსაზღვრავს  ადამიანის აქტივობას ხელოვნური გარემოს შექმნაში
·           განასხვავებს გარემოსათვის ადამიანის სასარგებლო და საზიანო ქმედებებს;
·           თანაკლასელებთან ერთად მონაწილეობს გარემოსდაცვითი ქცევის წესების შემუშავებაში.

პროგრამის შინაარსი
სიცოცხლის ძირითადი ნიშნები
სასიცოცხლო პროცესები: კვება, სუნთქვა, ზრდა, გამრავლება, მოძრაობა.

ორგანიზმების დამოკიდებულება გარემოზე
საარსებო გარემო: ხმელეთი, წყალი, ჰაერი;
საბინადროები: სორო, ბუდე, სახლი და სხვა.

სინათლე და სითბო
სინათლისა და სითბოს მნიშვნელობა;
სინათლისა და სითბოს ბუნებრივი წყარო - მზე;
სინათლისა და სითბოს ხელოვნური წყაროები: ნათურა, გამათბობელი და სხვა, მათი უსაფრთხო გამოყენების წესები.

მოძრაობის გამომწვევი მიზეზები
მოქაჩვა, ბიძგი;
ტრანსპორტის და ორგანიზმების მოძრაობა.

სხეულების სიმძიმე და ზომა
სასწორი, კილოგრამი, გრამი;  
სახაზავი, მეტრი, სანტიმეტრი;
საგანთა კლასიფიცირება.

მზე,   მთვარე
მზის მდებარეობა დღის მანძილზე;
მზის და მთვარის ნათება.

გეოგრაფიული ობიექტები
წყლის ობიექტები: ტბა, ზღვა, მდინარე და სხვა;
ხმელეთის ობიექტები: მთა, ბორცვი, ვაკე და სხვა.

ლოკალურ გარემოში ორიენტაცია
გეოგრაფიული ობიექტების ურთიერთგანლაგება;
პირობითი ნიშნები, სქემატური ჩანახატი
        
ბუნებრივი მოვლენების მრავალფეროვნება
ბუნებრივი მოვლენები: წვიმა, თოვლი, ქარი, ჭექა-ქუხილი და სხვა;
ჰაერის ტემპერატურა;
ცოცხალი ბარომეტრები.

პირადი ჰიგიენა და ჯგუფური უსაფრთხოება
უსაფრთხოება სპორტულ ღონისძიებებსა და თამაშებში მონაწილეობის დროს;
გადაუდებელი დახმარების ორგანიზაციები (პატრული, პოლიცია, სახანძრო, სასწრაფო) და მათთან დაკავშირების გზები;
გადამდები დაავადება და მისგან თავის დაცვა (პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის წესების დაცვა);
კვირის რეჟიმი;
დასვენება - ჯანმრთელობაზე ზრუნვის ერთ-ერთი ფორმა;
აუცილებელი საკვები პროდუქტები, პირადი კვების რაციონი. პროდუქტის ვარგისიანობა.

გარემოზე ზრუნვა
ბუნებრივი და ხელოვნური გარემო (ტყე, ველი, პარკი, ზოოპარკი);
გარემოსათვის ადამიანის საზიანო და სასარგებლო ქმედებები (ტყის ჭრა - ხეების დარგვა, საყოფაცხოვრებო ნაგვით დაბინძურება - დასუფთავება);
გარემოში ქცევის წესები.

                                                                          IV კლასი
ბუნებისმეტყველება

                                                                   სტანდარტ 
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:
ცოცხალი სამყარო
სხეულები და მოვლენები
დედამიწა და გარესამყარო
ადამიანი და გარემო
ბუნ.IV. 1 .მოსწავლეს შეუძლია  ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლის აღწერა.

ბუნ. IV.2. მოსწავლეს შეუძლია დაასახელოს ზოგიერთი ორგანიზმის  ნიშან-თვისებების ადაპტაციური მნიშვნელობა.


ბუნ.IV. 3 მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთისგან განასხვავოს   სითბოს გამტარები და არაგამტარები.

ბუნ.IV.4 .მოსწავლეს შეუძლია  მაგნიტის მოქმედების აღწერა.

ბუნ.IV. 5 . მოსწავლეს შეუძლია აღწეროს  ბგერის წარმოქმნა და მისიწყაროები.

ბუნ.IV. 6 .  ოსწავლეს შეუძლია ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის აღწერა.


ბუნ.IV.7 . მოსწავლეს შეუძლია დედამიწის ფორმაზე მსჯელობა.


ბუნ.IV.8 .მოსწავლესშეუძლია მზის სისტემის აღწერა.



ბუნ.IV.9 .მოსწავლეს შეუძლია  პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის  წესების  დაცვა.

ბუნ.IV.10 . მოსწავლეს შეუძლია  უსაფრთხო ქცევის წესების  დაცვა.

ბუნ.IV. 1 1 . ოსწავლეს შეუძლია  გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების  დაცვა.

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები:
მიმართულებაცოცხალი სამყარო
ბუნ.IV.1. მოსწავლეს შეუძლია ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლის აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      აკვირდება ორგანიზმებს სასიცოცხლო ციკლს სხვადასხვა სტადიაზე, შედეგებს წარმოადგენს ნახატების ან ჩანაწერების სახითსვამს კითხვებს (მაგ. , როგორ იცვლება თესლიდან აღმოცენებული მცენარე, როგორ იცვლება თავკომბალა? ) და პოულობს პასუხებს;
·      პოულობს მსგავსება-განსხვავებას სხვადასხვა ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლის  სტადიებს შორის;
·      საუბრობს სასიცოცხლო ციკლის შეგუებით მნიშვნელობაზე;
·      აღწერს იმ ცვლილებებს, რომლებსაც სხვადასხვა მცენარე განიცდის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში(მაგ., თესლი-ნაყოფი-თესლი ).

ბუნ.IV.2.მოსწავლეს შეუძლია დაასახელოს ზოგიერთი ორგანიზმის  ნიშან-თვისებების   ადაპტაციური მნიშვნელობა .

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აკვირდება და აღწერს მცენარეებისა და ცხოველების ზოგიერთ გარეგნულ ნიშანს (მაგ., ეკლები, შეფერილობა, თესლის გავრცელების სამარჯვები, ცხიმის მარაგი, საფარველი ), რომლებიც ეხმარება მათ გარემოსთან შეგუებაში;
·         აღწერს ცხოველთა ქცევას (მაგ., მიგრაცია, ჯოგებად გაერთიანება, შთამომავლობაზე ზრუნვა ) და განმარტავს მის მნიშვნელობას გარემოსთან შეგუებაში;
·         იყენებს მოდელებს მფარველობითი და გამაფრთხილებელი შეფერილობის ეფექტიანობის სადემონსტრაციოდ.


მიმართულებასხეულები და მოვლენები
  ბუნ.IV. 3 . მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთისგან განასხვავოს   სითბოს გამტარები   და   არაგამტარები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·    იცავს უსაფრთხოების წესებს და ატარებს მარტივ ცდებს სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული სხეულების თბოგამტარობაზე დასაკვირვებლად, წარმოადგენს   შედეგებს და გამოიტანს დასკვნას;
·    ჩამოთვლის სითბოს შენარჩუნების მაგალითებს ყოველდღიური ცხოვრებიდან (მაგ., ბინის თბოიზოლაცია, ბეწვის ტანსაცმელი, თერმოსი );
·    ამოიცნობს საყოფაცხოვრებო ნივთებიდან თბოგამტარებს და თბოიზოლატორებს;
·    გადაჭრის სითბოს შენარჩუნებასთან დაკავშირებულ მარტივ პრობლემას;
·    აღწერს ბუნებრივი თბოიზოლატორების (მაგ., ბეწვი, ბუმბული, ცხიმი ) მნიშვნელობას ორგანიზმებისთვის.

ბუნ.IV. 4 . მოსწავლეს შეუძლია   მაგნიტის მოქმედების აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ატარებს ცდებს მაგნიტის საშუალებით, სხვადასხვა მასალისგან დამზადებულ სხეულებს აჯგუფებს მაგნიტთან ურთიერთქმედების მიხედვით;
·           აკვირდება ორი მაგნიტის პოლუსების ურთიერთქმედებას. განასხვავებს მაგნიტის მიერ სხეულების მიზიდვას პოლუსებთან და მის სხვა ნაწილებთან;
·           ჩამოთვლის მაგნიტის გამოყენების მაგალითებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.
ბუნ.IV. 5 . მოსწავლეს შეუძლია აღწეროს  ბგერის წარმოქმნა და მის  წყაროები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ატარებს მარტივ ცდებს, აკვირდება მერხევ სხეულს და აღწერს ბგერის წარმოქმნას;
  • აკვირდება სხვადასხვა ობიექტის მიერ გამოცემულ ბგერებს, განასხვავებს მათ (ხმამაღალი, ხმადაბალი) და ამოიცნობს ბგერის წყაროს;
  • ატარებს მარტივ ცდებს და მსჯელობს ბგერის მილევაზე წყაროდან დაშორების მიხედვით.

                       
მიმართულებადედამიწა და გარესამყარო
ბუნ.IV.6. მოსწავლეს შეუძლია ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის აღწერა
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ფერის მიხედვით ასხვავებს წყალსა და ხმელეთსგლობუსსა და რუკაზე
  • აღწერს გეოგრაფიულ  ობიექტებსმათ შემადგენელ ნაწილებსა (მაგ., მდინარის სათავე, შესართავი, კალაპოტი, მთის მწვერვალი, კალთა, ძირი ) და მახასიათებლებს (მაგ., ჩქარი მდორე, ციცაბო -დამრეცი );
  • აკვირდება და აღწერს გეოგრაფიული ობიექტების თვალსაჩინო ცვლილებებს სეზონების მიხედვით, მონაცემებს წარმოადგენს კოლაჟების ან ჩანაწერების ან ფოტოების სახით.
ბუნ.IV.7. მოსწავლეს შეუძლია დედამიწის ფორმაზე მსჯელობა.
     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           იყენებს დედამიწის სხვადასხვა გამოსახულებას, კოსმოსიდან გადაღებულ სურათებს და საუბრობს დედამიწის ფორმაზე;
·           ადარებს სხვადასხვა ხალხის ადრინდელ წარმოდგენებს დედამიწის ფორმის შესახებ;
·           აგროვებს და აანალიზებსინფორმაციას მოგზაურებზე,  მსჯელობს  ამ მოგზაურების წვლილზე დედამიწის ფორმის შესახებ წარმოდგენის ჩამოყალიბებაში;
·           და იტანსკონტურულ რუკაზე  გამოჩენილი მოგზაურების მარშრუტებს.

ბუნ.IV.8. მოსწავლეს შეუძლია მზის სისტემის აღწერა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს ილუსტრაციებს და ახასიათებს მზის სისტემას (მაგ., პლანეტების სიდიდე, დაშორება მზიდან);
·         ხატავს პლანეტებს და თანმიმდევრულად განალაგებს მზიდან დაშორების მიხედვით;
·         აღწერს აღჭურვილობასა და სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც იყენებენ კოსმონავტები.


მიმართულებაადამიანი და გარემო

ბუნ.IV. 9 . მოსწავლეს შეუძლია  პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის  წესების  დაცვა .
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         საუბრობს ზოგიერთი  საკვები პროდუქტის  შენახვის წესებზე და ამ წესების დაცვის აუცილებლობაზე;
·         ზრუნავს საკლასო ოთახის და საცხოვრებელი ადგილის სისუფთავეზე ( მაგ., განიავება );
·         აფასებს საზოგადოებრივი კვების და სავაჭრო ობიექტის (მაგ. , სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ობიექტები ) შესაბამისობას ჰიგიენურ ნორმებთან და ამის საფუძველზე აკეთებს არჩევანს თუ სად შეიძლება შეიძინოს საკვები.

ბუნ.IV. 10 . მოსწავლეს შეუძლია  უსაფრთხო ქცევის წესების  დაცვა .

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ცნობს გრაფიკულ პირობით ნიშნებს (პიქტოგრამებს), რომლებიც ხელს უწყობს   
      მოსწავლის სწორ და უსაფრთხო ორიენტირებას საზოგადოებრივ ადგილებში;
·      ასახელებს ხანძრის გამომწვევ ძირითად მიზეზებს და მისი თავიდან აცილების გზებს;
·      წარმოადგენს ხანძრის გაჩენის შემთხვევაში ქცევისა და პირველადი დახმარების წესებს სიმულაციური თამაშით;
·      მსჯელობს ჭექა-ქუხილის დროს ქცევის წესებზე (თავის შეფარება, ელექტრო ხელსაწყოების და მობილურის მოხმარება);
·      მსჯელობს მზის დაკვრის, სხეულის გადახურების ან გადაციების თავიდან აცილების გზებზე.

ბუნ.IV.1 1 . მოსწავლეს შეუძლია  გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების  დაცვა .

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      აგროვებს მონაცემებს განსხვავებული წყაროებიდან (მაგ., ფოტოები, ილუსტრაციები, უშუალო დაკვირვება) , იკვლევს წარსულსა და აწმყოში ადამიანთა საქმიანობის გავლენას ბუნებრივ გარემოზე. შედეგებს წარმოადგენს;
·      იცავს ბუნებაში ცეცხლის მოხმარების წესებს (მაგ. , კოცონისათვის ადგილის სწორად შერჩევა და ჩაქრობა );
·      იცავს ბუნებაში საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსების წესს.



პროგრამის შინაარსი

სასიცოცხლო ციკლი
სასიცოცხლო ციკლის სტადიებითესლი/აღმონაცენი/ზრდასრული მცენარე, კვერცხი/მატლი/ჭუპრი/პეპელა, ქვირითი/თავკომბალა/ბაყაყი.

ორგანიზმთა შეგუება გარემოსთან
სხვადასხვა საარსებო გარემოსთან ორგანიზმების შეგუების თავისებურებები, სტრუქტურული და ქცევითი შეგუების სახეები.

სითბოს გადაცემა
სითბოს გამტარი და არაგამტარი მასალები;
ბუნებრივი  და ხელოვნური თბოიზოლატორები.

მაგნიტი
მაგნიტის თვისებები;
მაგნიტის გამოყენება ყოფა-ცხოვრებაში.

ბგერა
ბგერათა მრავალფეროვნება.
ბგერის წარმოქმნა და გავრცელება;
ბგერის წყაროები (მაგ. , მუსიკალური ინსტრუმენტი ).

ხმელეთზე არსებული ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტი    
წყალი და ხმელეთი გლობუსსა და რუკაზე;
გეოგრაფიული ობიექტები და  მათი  ნაწილები: სათავე, შესართავი, კალაპოტი, მთის ძირი, მწვერვალი, კალთა და სხვა;
გეოგრაფიული ობიექტების მახასიათებლები: ჩქარი, მდორე, ციცაბო, დამრეცი და სხვა;
გეოგრაფიული ობიექტების მახასიათებლების სეზონური ცვლილება.

მზის სისტემა
პლანეტები და მათი ურთიერთგანლაგება;
კოსმოსში სამოგზაურო ტრანსპორტი და აღჭურვილობა.

დედამიწის ფორმა
დედამიწის ფორმა;
ძველ ხალხთა წარმოდგენა დედამიწის ფორმაზე; მოგზაურები - აღმოჩენები

საზოგადოებრივი ჰიგიენა და უსაფრთხოება
ჯანმრთელობა და დასასვენებელი ადგილები;
საზოგადოებრივ ადგილებში უსაფრთხო ქცევის წესები და ორიენტირების მარეგულირებელი ნიშნები;
ჯანსაღი კვებაჯანმრთელობის აუცილებელი პირობა.


No comments:

Post a Comment