კვლევა


      

ს.ს.ი.პ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  ლაშის საჯარო  სკოლის პედაგოგის  თამარ ძიძიგურის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში


თემა: ,,როგორ  შევუწყოთ  ხელი მოსწავლეებში  ჯანსაღი ცხოვრების  წესის პოპულარიზაციას  და ბიოლოგიის  საგნის მიმართ ინტერესის გაზრდას "




                                                                                                                       
                                                 
















2016-2017  სასწავლო წელი.




სარჩევი:
შესავალი                                                                                                ----------------------------3                             
თავი I    საკვლევი თემის მიმოხილვა                                               ----------- ----------------4
1.1 საკვლევი საკითხის მიმოხილვა და მისი აქტუალურობა; პრობლემის დასაბუთება-4                                                                                                     
1.2 მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეთათვის, მასწავლებლისა და კოლეგებისათვის -5                                                                      

თავი II   კვლევის მიზნები და ამოცანები                 -------------------------------------5
2.1  კვლევის კითხვები/ჰიპოტეზა                                           -----------------------------------5                  
2.2  კვლევის მიზნები                                                                  ----------------------------------6
2.3  კვლევის ამოცანა/ამოცანები                                          --------------------------------------7

თავი III   ლიტერატურის მიმოხილვა-ანალიზი        ----------------------------------7-9

თავი IV    კვლევის მეთოდოლოგია                                         ----------------------------------10
4.1 კვლევის ეთიკა                                                                        ---------------------------------12
4.2  კვლევის სამიზნე ჯგუფი;                                    
4.3  მონაცემთა შეგროვების მეთოდები;                    ------------------------------------------12
4.4  მონაცემთა ანალიზი (გრაფიკები)                        ------------------------------------------13
4.5  კვლევის ვადები                                                      ------------------------------------------17

თავი V    ინტერვენციები                                                        -------------------------------18
5.1  ინტერვენციების დაგეგმვა-განხორციელება;       
5.2  ინტერვენციების შეფასების მეთოდები;                ---------------------------------------19

თავი VI    კვლევის შედეგების ანალიზი                           ------------------------------21
6.1 პირველადი მონაცემებისა და ინტერვენციების შედეგების ანალიზი; --------------21
6.2 კვლევის შედეგების ანალიზი;

თავი VII   მიგნებები, რეკომენდაციები, ნაკლოვანებები       -----------------------------22

ბიბლიოგრაფია:                                                                             -----------------------------23





შესავალი
        აღნიშნული ნაშრომი წარმოადგენს  ლაშის საჯარო სკოლის მასწავლებლის  თამარ ძიძიგურის  მიერ ჩატარებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს.                                    მოსწავლეთა დაინტერესება საბუნებისმეტყველო საგნებით  ბოლო რამდენიმე წელია სერიოზული პრობლემაა საჯარო სკოლებისთვის. მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა იცოდნენ ბიოლოგიის სწავლის საჭიროება.  რადგან ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე  მისი  ცოდნა გვეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, გვასწავლის როგორ ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით.
         არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შემცირებისათვის,  ბიოლოგიის საგნით კიდევ უფრო დაინტერესებისთვის ლაშის საჯარო სკოლაში  2016-2017 სასწავლო წელს ჩატარდა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, რომლის მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის და ბიოლოგიის საგნის პოპულარიზაცია  მოსწავლეებში და მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება. კვლევაში მონაწილეობა მიიღეს     მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა.
       კვლევა გრძელდებოდა ექვსი თვის განმავლობაში. მონაცემთა ანალიზისა და განხორციელებული ინტერვენციების შეფასების საფუძველზე  ამაღლდა მოსწავლეთა  ცნობიერება, გაუმჯობესდა მათი ცხოვრების წესი და შეძლებისდაგვარად  გაიზარდა მოსწავლეთა ინტერესი ბიოლოგიის საგნის  მიმართ
      ნაშრომი შედგება შვიდი თავისაგან.

თავი I    საკვლევი თემის მიმოხილვა
თავი II   კვლევის მიზნები და ამოცანები         
თავი III   ლიტერატურის მიმოხილვა-ანალიზი         
თავი IV    კვლევის მეთოდოლოგია
თავი V    ინტერვენციები
თავი VI    კვლევის შედეგები
თავი VII   მიგნებები, რეკომენდაციები, ნაკლოვანებები
ბიბლიოგრაფია:






თავი I    საკვლევი თემის მიმოხილვა

1.1 საკვლევი საკითხის მიმოხილვა და მისი აქტუალურობა;  პრობლემის დასაბუთება; 

          ჩემი პედაგოგიურ პრაქტიკიდან გამომდინარე , ბიოლოგიის საგნის და ჯანსაღი ცხოვრების წესის  პოპულარიზაცია მოსწავლეებში საკმაოდ რთულია დღეს, როცა ირგვლივ უამრავი სწრაფი კვების ობიექტია , სუპერმარკეტები სავსეა მაცდუნებელი სასუსნავით, სხვადასხვა ფირმის თამბაქოს ნაწარმით. რომლებიც ადვილად აცდუნებს მოზარდებს . გაკვეთილის მოსმენას ურჩევნიათ იფიქრონ იმაზე რა მიირთვან , მოწიონ თამბაქო, თავს დიდად თვლიან როცა თამბაქოს ეწევიან.  ჩემი აზრით, ძირითადი პრობლემაა დააინტერესო მოსწვლ მაშინ ,როდესაც სკოლის გარეთ უფროსებისგან ხშირად ხედავენ არასწორ მაგალითს, რომლებიც არ ცხოვრობენ ჯანსაღი ცხოვრების წესით.
         წინამდებარე პრაქტიკული კვლევის მიზანია მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ, პროპაგანდა  არა თამბაქოს, არა ნარკომანიას და ბიოლოგიის როგორც სასწავლო საგნით მოსწავლეთა დაინტერესება.
    დღევანდელ რეალობაში მშობლები  ნაკლებად აკონტროლებენ თავიანთ შვილებს, სად ხარჯავენ  სახლიდან წამოღებულ ჯიბის ფულს . ძალიან ხშირად ისინი იღებენ ისეთ საკვებს რაც მავნებელია ორგანიზმისთვის ( ჩიპსები, კოკა–კოლა, და სხვა)  ხშირად მათ მიერ ხდება თამბაქოს მოხმარება, ზოგჯერ ალკოჰოლსაც მიირთმევენ.    მშობელი ვერ ხედავს რით იკვებება შვილი ან არც კი იცის რამდენად მავნებელია ეს პროდუქტები ბავშვისთვის.
        არსებული სიტუაცია, სამწუხაროდ, გრძელდება წლების განმავლობაში და მისი საბოლოო მოგვარების, ან შემცირების ტენდენცია არ შეიმჩნევა. პრობლემა  კი  პრობლემად რჩება.



   



1.2 მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეთათვის, მასწავლებლისა და კოლეგებისათვის

         პრაქტიკული კვლევა არის კვლევის ტიპი, რომელშიც სკოლის მოსწავლეები და მშობლები ჩართულნი არიან უშუალოდ მისი განხორციელების პროცესში.
    ამ კვლევის განხორციელების შემდეგ მოსწავლეებში მოხდება   ცნობიერების ამაღლება ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ ბიოლოგიის როგორც სასწავლო საგნით დაინტერესების გაზრდა.
         ასევე კვლევა დაეხმარება ჩემ კოლეგებს თვითონ წარმართონ მსგავსი კვლევები საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის, ასევე შეიმუშაონ მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნისთვის საჭირო სტრატეგიები.
   ვფიქრობ,  რომ  ეს კვლევა შემძენს გამოცდილება;  დამეხმარება  შემდგომი საქმიანობის დაგეგმვაში; დავინახე საკუთარი შესაძლებლობებიგავხდი მოტივირებული შედეგზე ორიენტირებული იდეების განსახორციელებლად.

თავი II   კვლევის მიზნები და ამოცანები
2.1 კვლევის ჰიპოტეზა/კითხვები
        კვლევის მთავარი კითხვა იყორამდენად იციან მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა და ბიოლოგიის საგნის საჭიროება. როგორია ჯანსაღი ცხოვრების წესი, რა იგულისხმება ამ ფრაზაში. როგორ უნდა ვებრძოლოთ მავნე ჩვევებს, რამდენად მნიშვნელოვანია ბიოლოგიის ცოდნა ცხოვრების ყველა ეტაპზესაკვლევი პრობლემიდან გამომდინარე გამოვყვი შემდეგი საკვლევი საკითხები:
Ø  ერკვევიან თუ არა მოსწავლეები რას ნიშნავს ჯანსაღი და არაჯანსაღი  საკვები:
Ø  აქვთ თუ არა გააზრებული ბიოლოგიის საგნის ცოდნის საჭიროება:
Ø  ესმით თუ არა ჯანმრთელობაზე ზრუნვის აუცილებლობა:
Ø  როგორია მათი დამოკიდებულება თამბაქოს მოხმარების მიმართ და აცნობიერებენ თუ არა საფრთხეს:
Ø  რა იციან ნარკოტიკის მოხმარების შედეგად მოსალოდნელ საფრთხეებზე:

      კვლევის დასაწყისში ინტერვენციის დაგეგმვამდე საჭირო იყო ჩამომეყალიბებინა პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები. კოლეგებს გავესაუბრე ამ პრობლემასთან დაკავშირებით და   გაჩნდა გარკვეული ჰიპოთეზები, რომლებიც დადასტურდა კვლევის მიმდინარეობის პროცესში,კერძოდ:
Ø  მოსწავლეთა ნაკლები ინტერესი ბიოლოგიის საგნის მიმართ შეიძლება იყოს ასაკობრივი და ემოციური ფაქტორი
Ø  მოსწავლეები სწავლის პირველ წლებში არ არიან დატვირთულნი, მასალა ადვილია ასათვისებლად, ამავე დროს სასწავლო მასალა მცირეა, უხარიათ სწავლის პროცესი, ცდილობენ თავი გამოიჩინონ კარგი სწავლით მასწავლებლებთან, მშობლებთან, თანაკლასელებთან.   მე–8 კლასიდან იზრდება სასწავლო მასალის მოცულობა, რთულდება სასწავლო პროცესი, შემოდის ახალი ბიოლოგიური ცნებები, მოსწავლეების გარკვეულ ნაწილს უჭირს ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევ შედეგზე გასვლა.
Ø  მოსწავლეებს აქვთ არასწორი მაგალითი უფროსებისაგან ,რომლებიც არ ცხოვრობენ ჯანსაღი ცხოვრების წესით.


2.2   კვლევის მიზნები
ჩემი კვლევის მიზანია:
 
Ø  მოვიძიო ეფექტური მეთოდები და სტრატეგიები, რომელიც გაზრდის მოსწავლეთა ინტერესს ბიოლოგიის საგნისადმი.
Ø  დავგეგმო და განვახორციელო ისეთი აქტივობები, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება ცხოვრების ჯანსაღი წესის გააზრებასა და დამკვიდრებაში.
Ø  კვლევის პროცესში მოპოვებული მონაცემებისა და განხილულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით მოვამზადო და ჩავატარო მოსწავლეთა ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებული გაკვეთილები და შევძლო მათ დავეხმარო სწავლის შედეგების მნიშვნელოვნად  გაუმჯობესებაში.










2. 3 კვლევის ამოცანები 

კვლევის წარმატებულად განსახორციელებლად საჭიროა  შემდეგი ამოცანების გადაწყვეტა:
·         კვლევის სამიზნე ჯგუფის გამოკითხვა
·         მონაცემების შეგროვება და ანალიზი
·         სათანადო ლიტერატურის მოძიება
·         ინტერვეციების დაგეგმვა და განხორციელება
·         ინტერვეციების შედეგების შეფასება
·         კვლევის შედეგების გაზიარება კოლეგებისათვის
                                                                    
    


     

თავი III   ლიტერატურის მიმოხილვა-ანალიზი

            ცხოვრების ჯანსაღი წესი არისუპირველეს ყოვლისაცხოვრების აქტიურიკულტურული წესი,ჰუმანური და ცივილიზებულირომელიც უშუალო კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასა დადღეგრძელობასთანკეთილდღეობასა და ბედნიერებასთანეს არის უბრალოდ ცხოვრების პოზიცია,ადამიანის ქცევა და შემოქმედებამიმართული საკუთარი ჯანმრთელობის განმტკიცებისკენცხოვრებისჯანსაღი წესის განსაკუთრებული აქტუალობა გამოწვეულია ადამიანის ორგანიზმზე სხვადასხვა სახის    დატვირთვის გაზრდა-ცვლილებითრაცთავის მხრივგანპირობებულია საზოგადოებრივი ცხოვრების  გართულებითტექნოგენურიეკოლოგიურიფსიქოლოგიურიპოლიტიკური თუ საომარი ხასიათისრისკთა მატებითადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ნეგატიური ძვრების მაპროვოცირებელფაქტორთა გამრავლებითასეთი მოსაზრებაც არსებობსცხოვრების ჯანსაღი წესი არის ადამიანისგონივრული ქცევის სისტემა (ზომიერება ყველაფერშიოპტიმალური მოძრაობითი რეჟიმიგაკაჟებასწორიკვებაცხოვრების რაციონალური რეჟიმიმავნე ჩვევებზე უარის თქმა), რომელიც უნდა ემყარებოდესრელიგიურ-ეროვნულ ტრადიციებს და ემსახურებოდეს ადამიანის ფიზიკურისულიერიფსიქიკური დასოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფას რეალურად გარემომცველ სამყაროშიცხოვრების ჯანსაღი წესი - ეს არის შრომითსაოჯახო საყოფაცხოვრებო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურადჩართულობა-მონაწილეობავიწრო ბიოლოგიური თვალსაზრისით კი საქმე ეხება ადამიანისფიზიოლოგიურ ადაპტაციურ შესაძლებლობებს როგორც გარესამყაროს ზემოქმედებისასევე შინაგანსამყაროში განვითარებული ცვლილებების საპასუხოდამ თემაზე მომუშავენი ცხოვრების ჯანსაღ წესშიუამრავ კომპონენტს მოიაზრებენთუმცა რამდენიმე მათგანი მაინც მთავარბაზისურ ნაწილად არისგამოყოფილიესენია:
·         ჯანსაღი უნარ-ჩვევების დაუფლებაჯანსაღად აღზრდა ადრეული ასაკიდანვე;
·         გარესამყაროს უსაფრთხოების უზრუნველყოფაჯანმრთელობაზე მისი ზემოქმედების შესწავლა;
·         მავნე ჩვევებზე (თამბაქოსალკოჰოლისა და ნარკოტიკულ საშუალებათამოხმარებაზეუარის თქმა;
·         კვება - ზომიერიინდივიდუალური ფიზიოლოგიური თავისებურებებისშესაბამისიაგრეთვე - ინფორმირებულობა გამოყენებული პროდუქტებისხარისხიანობის შესახებ;
·         მოძრაობა - ფიზიკურად აქტიური ცხოვრებადღის რეჟიმში სპეციალურიფიზიკური ვარჯიშების ჩართვა ასაკობრივი და ფიზიოლოგიურითავისებურებების გათვალისწინებით;
·         ჰიგიენა - პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვაპირველი დახმარებისძირითადი ჩვევების ცოდნა;
·         გაკაჟება
მოსწავლის ცნობიერების ამაღლება, მნიშვნელოვანი პედაგოგიური ამოცანაა. მოტივაცია იზრდება, როდესაც მოსწავლე ხედავს, რომ მასწავლებლის პრიორიტეტი მისი წინსვლის ხელშეწყობაა და, პირიქით, იკლებს, როდესაც მიაჩნია, რომ მასწავლებლის პრიორიტეტი მისი შედეგის განსჯა-შეფასებაა; მოტივაცია იზრდება მაშინაც, როდესაც მოსწავლე ხედავს დავალების მიზანს, დარწმუნებულია მის საჭიროებაში, ამიტომ მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა გააგებინოს, რა მიზანს ემსახურება კონკრეტული დავალება, დაანახვოს კავშირი სკოლაში მიმდინარე საქმიანობასა და სკოლის გარე ცხოვრებას შორის.
თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესი მოსწავლეთა განსაკუთრებულ აქტიურობას მოითხოვს. ეს გულისხმობს მათ აქტიურ მონაწილეობას არა მხოლოდ განათლების მიღების, არამედ თანატოლთა სწავლების პროცესშიც. გაკვეთილზე ჯგუფური მუშაობისას, პროექტებში მონაწილეობისას, წარმოდგენების დაგეგმვისა თუ განხორციელებისას მოსწავლეები ერთმანეთს ეხმარებიან სხვადასხვა კონცეფციის უკეთ გაგებაში, უნარ-ჩვევების დაუფლება-განვითარებასა და დამოკიდებულებათა ჩამოყალიბებაში, რაც თავისთავად გულისხმობს გაკვეთილის პროცესში მათ მონაწილეობას.
     მოს­წავ­ლე ჩარ­თუ­ლია სწავ­ლის პრო­ცეს­ში, თუ ის მნიშ­­ნე­ლო­ვან ძა­ლის­­მე­ვას იჩენს და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას, ზრუ­ნავს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბის ხა­რის­­ზე და ამას­თან, შეს­რუ­ლე­ბულ სა­მუ­შა­ოს მის­­ვის დი­დი ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქვს .ასე­თი მოს­წავ­ლე­­ბი გა­მო­ხა­ტა­ვენ უფ­რო მე­ტი ცოდ­ნის შე­ძე­ნის სურ­ვილს და პო­ზი­ტი­ურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სკო­ლი­სა და სწავ­ლის მი­მართ.
სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბი და ტექ­ნო­ლო­გი­­ბი. InternationalSocietyforTechnologyinEducation-ის მი­ხედ­ვით, სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ტექ­ნო­ლო­გი­­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბას ძლი­­რი პო­ზი­ტი­­რი ეფექ­ტი აქვს მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებ­ზე მხო­ლოდ მა­შინ, თუ ეს პრო­ცე­სი შე­სა­ბა­მი­სად იქ­ნე­ბა გან­ხორ­ცი­­ლე­ბუ­ლი. სწავ­ლე­ბა­ში ტექ­ნო­ლო­გი­­ბის წარ­მა­ტე­ბით და­სა­ნერ­გად აუცი­ლე­ბე­ლია: მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბა; სას­წავ­ლო გეგ­მას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის დაც­ვა; მი­სი, რო­გორც ერთ-ერ­თი ძი­რი­თა­დი სას­წავ­ლო მა­სა­ლის ყო­ველ­დღი­­რი გა­მო­ყე­ნე­ბა; თა­ნამ­­რომ­ლო­ბი­თი სას­წავ­ლო გა­რე­მოს შექ­­ნა და .
            ბიოლოგიის სწავლების საშუალებები შეიძლება იყოს საგნებიმოვლენები,ფაქტებისასწავლო პროგრამებირომლებიც ამაღლებს სწავლების ეფექტურობას.
ბიოლოგიაში სწავლების ძირითადი საშუალებებია:
·         ნატურალური (რეალურიობიექტები და მოვლენები;
·         ვიზუალური მასალები (სურათებიტაბულები და სხვ. ), რომლებიც ანაცვლებს რეალურობიექტებსა თუ მოვლენებს;
·         ვერბალური (სიტყვიერისაშუალებები.
ყველა ეს საშუალება წარმოადგენს ბიოლოგიის შინაარსის ფიქსირების განსაზღვრულ გზას/ხერხს სასწავლო პროცესის ორგანიზებისასI
        გაკვეთილებზე შეძენილი უნარებისა და შესაძლებლობების შემოწმება მასწავლებელს შეუძლია პრაქტიკულ მეცადინეობაზე, გაკვეთილზე, ექსკურსიაზე.
სხვადასხვა სასწავლო აქტივობის შედეგად მიღებული ცოდნა, უნარები და ჩვევები/შესაძლებლობები უნდა აისახოს მოსწავლეთა თვითშეფასების ანგარიშებში. იმისთვის, რომ მასწავლებელი დააკვირდეს მოსწავლეთა პროგრესს და შეაფასოს ის, მოსწავლეებს უნდა მიეცეთ გეგმა, ხოლო ეს ანგარიშები ინდივიდუალური რომ იყოს და მოსწავლეები მათ დამოუკიდებლად ასრულებდნენ, მათ უნდა მიეცეთ სხვადასხვა ტიპის ობიექტები და დავალებები.










თავი  IV მეთოდოლოგია
           კვლევის მეთოდებიდან ვირჩევდი  როგორც თვისებრივ (ღწერით და ფოკუსირებულ დაკვირვებას, ინტერვიუებს მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან), ასევე რაოდენობრივ მეთოდებს (ანკეტირება-კითხვარებს).   კვლევის მეთოდოლოგიამ დაასაბუთა, რომ კვლევის მიზანი კარგად იყო განსაზღვრული და თანხვედრაში იყო  ჩატარებულ სამუშაოსთან. დაიგეგმა ინტერვენციებიპროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, გამოკითხვა მოსახლეობაში და მოსწავლეებში, რამდენად სარგებლობენ სწრაფი კვების ობიექტებით (შაურმა, ჩიფსი, კოკა-კოლა). ვიდეორგოლის ჩაწერა მავნე ჩვევების საწინაარმდეგოდ. ბროშურები და კედლის გაზეთების გამოშვება, მოსწავლეების ცნობიერების ასამაღლებლად.
          მონაცემთა შეგროვების თვისებრივი  და რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებით გამოიკვეთა, რომ მოსწავლეების მოტივაცია მაღალია, თუმცა დაკვირვების შედეგად გამოჩნდა, რომ მათი ინტერესი და აქტიურობა ნაკლებია. ვინაიდან აღნიშნულ კლასებში ნაკლებად ვიყენებ სწავლების სხვადასხვა ინტერაქტიულ სტრატეგიებს.
          ინტერვენციის ეტაპზე  თანამშრომლობითი სწავლების სტრატეგიებზე დაყრდნობით შევიმუშავე ის მეთოდებირომლებიც დამეხმარება მოსწავლეებთ  ინტერესის გაზრდაში. სწავლების თანამშრომლობით სტრატეგიები მოიცავს მეტ ჯგუფურ და წყვილებში მუშაობას, ასევე მრავალფეროვან აქტივობებს, ისტ-ის,ექსპერიმენტების  გამოყენებას. რაც მთავარია, თითოეული ეს აქტივობა პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებს.

·      ბიოლ.VIII.9.  მოსწავლეს  შეუძლია გააანალიზოს ადამიანისათვის ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა.
·      მოიპოვებს ინფორმაციას და აანალიზებს თამბაქოს წევის და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების მავნე გავლენას ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის ფუნქციონირებაზე;
·         გეგმავს და მონაწილეობს სასკოლო პროექტებში (მაგ., ”თამბაქოს მოხმარება თანატოლებში, რისკები და მისი აცილების გზები”)  ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად;





პირველადი შეფასება

       კითხვები ინტერვიუსთვის (მოსწავლეები):
       
Ø  როგორ ფიქრობთ, რატომ არის რთული ბიოლოგიის საგნის შესწავლა?
Ø  თქვენი აზრით რა მნიშვნელობა აქვს  ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას?
Ø  თქვენი აზრით, რით არის  თითოეული მათგანი ღირებული?
Ø  რა მოლოდინი გაქვთ ინტერვენციების განხორციელების შედეგად?
ანკეტირების კითხვები მშობლებისათვის:

1.      როგორ ფიქრობთ,  უნდა იკვებონ თუ არა ბავშვებმა სწრაფი კვების ობიექტებში?
ü  დიახ
ü  არა
2.      როგორ ფიქრობთ სჭირდებათ თუ არა ბიოლოგიის საგნის ცოდნა მოსწავლეებს ?
ü  დიახ
ü  არა
3.      თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ?
ü  დიახ
ü  არა

ანკეტირების კითხვები მოსწავლეთათვის:
(რაოდენობრივი კვლევის მეთოდი)
1.   როგორ ფიქრობთ, რატომ გიჭირთ  ბიოლოგიური ტერმინების დასწავლა?
ü  ვერ ვასწრებ
ü  არ ვიცი როგორ ვისწავლო
ü  არ მაინტერესებს
2.      როგორ ფიქრობთ  ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება აუცილებელია თუ არა?
ü  დიახ, იმიტომ, რომ ჯანმრთელი ვიყო.
ü  არა, იმიტომ, რომ  მავნე ჩვევებს ვერ ველევი

3.      როგორ ფიქრობთ, გჭირდებათ თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რაში გამოადგებათ სკოლაში მიღებული ცოდნა?
ü  დიახ, იმიტომ რომ გამოვიყენებ აღნიშნულ ცოდნას
ü  არა, ეს ცოდნა სულაც შეიძლება არაფერში დამჭირდეს

4.1 კვლევის ეთიკა
       კვლევის ეთიკა არის მორალური წესების და პროფესიული კოდების ერთობლიობა რომლითაც სოციოლოგიურ კვლევაში ხელმძღვანელობენ და ინფორმაციის შეგროვების, ანალიზის, წარდგენის და პუბლიკაციის პროცესში, რომელიც ყურადღებას ამახვილებს კონფიდენციალობის დაცვაზე. ამას თან ახლევს კვლევის ობიექტის უფლება უარი თქვას მონაცემების მიწოდებასა თუ პირადი აზრის გამოთქმაზე. ამიტომ მოვახდინე  მოსწავლეების  და  მშობლების ინფორმირება  ჩვენი  კვლევის  მიზნებისა და საქმიანობის  შესახებ, მათ გამოხატეს  ჩემთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა.
4. 2     კვლევის სამიზნე ჯგუფი;

    კვლევის სამიზნე ჯგუფი: სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  ლაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები.

4.3    მონაცემთა შეგროვების მეთოდები;

მონაცემთა  შეგროვება  განხორციელდა  შემდეგი  მეთოდების  გამოყენებით:
·         გამოკითხვა - გამოვიყენე იმისთვის, რომ გამეგო პასუხები კვლევისთვის მნიშვნელოვან კითხვებზე.
       კითხვარები მოვამზადე :  მოსწავლეებისათვის,    მშობლებისთვის.
       
  •  რა იციან ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ?  გიჭირთ თუ არა ბიოლოგიური ტერმინების დამახსოვრება? ხშირად სარგობლობთ თუ არა სწრაფი კვების ობიექტებით? რა იციან თამბაქოს .ნარკოტიკების შესახებ?
  • ფოკუს  ჯგუფი - აღნიშნული მეთოდის  მიზანი  იყო, მშობლებისათვის  მიმეწოდებინა  ინფორმაცია  არაჯანსაღი საკვების და მავნე ჩვევების ( თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკი) უარყოფით შედეგებზე ახალგაზრდებში. რამდენად მნიშვნელოვანია მშობლების როლი  აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში. მათ ვესაუბრე  მშობლების ჩართულობით მიღებულ სარგებელზე როგორც მათი შვილებისთვის ასევე მათთვისვე. მათ  დავურიგე  სპეციალურად ამ  მიზნით,  წინასწარ  მომზადებული საინფორმაციო  ბუკლეტები,რომელიც ეხებოდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
·         ინტერვიუ - კითხვის დასმა პირისპირ ინტერვიუზე დაფუძვნებული- მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან და   ჩატარებული   ინტერვიუს  მონაცემებით  წინასწარ მომზადებული  კითხვარის შევსება.



          
   4.4 მონაცემთა ანალიზი

      პირველადი  მონაცემების  (პირველადია  მონაცემები, რომლებიც შეგროვებულია კონკრეტულად კვლევის პრობლემისათვის)  ანალიზისას  გამოიკვეთა  შემდეგი  სახის  პრობლემები:

·         მოსწავლეთა უმრავლესობა  სათანადო პასუხისმგებლობით  არ ეკიდება  ბიოლოგიის საგნის შესწავლას ;
·         გამოკითხულთა უმრავლესობა ვერ ახერხებს   ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას.
·         მოსწავლეებს აქვთ არასწორი მაგალითი უფროსებისაგან ,რომლებიც არ ცხოვრობენ ჯანსაღი ცხოვრების წესით.

          პირველადი კითხვარის შევსების შედეგების ანალიზმა  გვიჩვენა, რომ მოსწავლეთა 45% -მა დაიმსახურა არადამაკმაყოფილებელი შეფასება, 25% -მა - საშუალო18% -მა - საშუალოზე მაღალი და 12%-მა - მაღალი;

·        



შერჩევითმა დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ აკადემიურად ჩამორჩენილ მოსწავლეებს უჭირთ ბიოლოგიური ტერმინების დამახსოვრება და ამიტომ ეცემა მათი სწავლისადმი მოტივაცია.


 ანკეტირების საფუძველზე გამოიკითხა 20 მოსწავლე.  რის შედეგადაც გამოვლინდა პროცენტული მაჩვენებელი :
·           რატომ არ უნდა ვიკვებოთ სწრაფი კვების ობიექტში?
. მავნეა  –25%      . სასარგებლოა20%     . მიხსნის დროის პრობლემას45% . შედარებით იაფი მიჯდება10%
·          საჭიროა თუ არა ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე?
. საჭიროა–85%      . სულერთია  -8%  . მშობლები ზრუნავენ -5% . არ არის საჭირო -2%
·           რა არის ნიკოტინი?
. მავნე ნივთიერება–45%    . ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ნივთიერება2. ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, –3. სიამოვნების მომნიჭებელი.–50%
·         როგორ ვლინდება თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული პრობლემები?
. თითების გაყვითლება -0%   . ხმის ტემბრის შეცვლა-0%    . უსიამოვნო სუნი პირის ღრუში-0%   . ყველა ერთად–100%
·          რა არის ნარკოტიკის მოხმარებით გამოწვეული პრობლემები?
. ნაადრევი სიბერე –45%  . სიცოცხლის ხანგრძლივობა53%   . ჯანმრთელობა  –1%   . არცერთი პასუხი არ არის სწორი –1%
·         რას ნიშნავს ვიკვებოთ სწორად?
. ორჯერადი კვება –30%  . ოთხჯერადი კვება – 50%  . ერთხელ კვება –2%  . ყველა პასუხი სწორია–18%
·         რამდენად ხშირად შედიხარ სწრაფი კვების ობიექტში?
. მუდმივად1%          . იშვიათად  –40%      . არ ვსარგებლობ–2%            . ხშირად–57%

·         როდის გასინჯე პირველად თამბაქო?
. 10 წლის რომ ვიყავი20%         . არ გამისინჯავს –60%         . ახლაც ვეწევი5%         . ხშირად არ ვეწევი–15%




მშობელთა ანკეტირების შედეგები

მშობელთა 75 არ იცის რაში ხარჯავს მათი შვილები ეგრედ წოდებულ ჯიბის ფულს .ხოლო კითხვაზე  საჭიროა თუ არა  ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, 95 % მიაჩნია რომ საჭიროა.





4.6  კვლევის ვადები ;


აქტივობა
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
საკვლევი პრობლემის შერჩევა
X
კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
X
მეორადი მონაცემების  შეგროვება
X
მეორადი მონაცემების  ანალიზი
X
X
კითხვარის შედგენა, დამუშავება
X

კითხვარის შევსება
X
X
X
X
X
გამოკითხვა/თვითშეფასება
X
მიღებული შედეგების  ანალიზი
X
X
სავარაუდო ინტერვენციების განხილვა
X
X
ინტერვენციის   განხორციელება
X
X
II ინტერვენციისგანხორციელება
X
X
I –II ინტერვენციის  შედეგების  ანალიზი
X
პრეზენტაცია სასკოლო საზოგადოებასთან, შედეგების გაცნობა
X








თავი V    ინტერვენციები
5.1 ინტერვენციების დაგეგმვა-განხორციელება;


            გავეცანი, რა საკითხთან დაკავშირებულ თანამედროვე კვლევებს და მოსაზრებებს, მივიღე ამომწურავი ინფორმაცია ჩემი საკვლევი მიზნის შესახებ; კერძოდ,თუ როგორ შეიძლება ავუმაღლო  ჩემს მოსწავლეებს ბიოლოგიის საგნისადმი მოტივაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ცნობიერება, გადავწყვიტე, ეს ეფექტური მეთოდები და სტრატეგიები პრაქტიკულად გამომეცადა ჩემს საგაკვეთილო პროცესში და გამეანალიზებინა მიღებული შედეგები.

    გაანალიზებულ შედეგებზე დაყრდნობით დაიგეგმა შემდეგი ინტერვენციები:
1.  მოსწავლეების ინიციატივითა და მაქსიმალური ჩართულობით   დაიგეგმა პროექტი , მოხდა  დავალებების გადანაწილება;
2. ვიდეორგოლის შექმნა ,რომლითაც თანატოლებს მოუწოდებენ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისაკენ.
3.   გამოკითხვა მოსახლეობაში და მოსწავლეებში;
4.  ტარდებოდა ჯგუფური სამუშაოები, რომლის დროსაც მოსწავლეები ერთად ამუშავებდნენ და აანალიზებდნენ საჭირო ტერმინოლოგიას და ინფორმაციას;
5.  ხდებოდა შედეგების ერთობლივი გაანალიზება და თვითშეფასება;
6.  ჩატარდა ანკეტური გამოკითხვა მოსწავლეებთან სასწავლო წლის ბოლოს ინტერვენციების შეფასების მიზნით;
7.  კვლევის დამამთავრებელ ეტაპზე გაიმართა ღონისძიება რომელიც მიეძღვნა თამბაქოს წინაარმდეგ ბრძოლის დღეს ,,მსოფლიო თამბაქოს გარეშე „  სადაც წარმოადგინეს მოსწავლებმა საკუთარი ნამუშევრები, თამბაქოს საწინააღმდეგო პლაკატები.

       
5.2 ინტერვენციების შეფასების მეთოდები;
ინტერვენციების  შესაფასებლად  გამოვიყენე:
·         ფოკუს  ჯგუფი  მოსწავლეებთან - ფოკუს ჯგუფის მიზანი იყო  მიმეღო ინფორმაცია იმის შესახებ, შეიცვალა თუ არა  მოსწავლეთა დამოკიდებულება  ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ და  გაიზარდა თუ არა მათი ინტერესი ბიოლოგიის საგნისადმი.    
·         ფოკუს ჯგუფი  მშობლებთან - ფოკუს ჯგუფი  მიზნად ისახავდა გამეგო, როგორ მოეწონათ აქტივობები რომლებიც განვახორციელეთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვი და მათი შვილების ბიოლოგიის ,როგორც საგნის დაინტერესებისათვის .

      ინტერვენციების  შედეგების კვლევა მოხდა იგივე კითხვარების გამოყენებით ,რათა შესაძლებელი ყოფილიყო შედეგების შედარება ინტერვენციებამდე და მის შემდეგ. ერთი და იგივე კითხვარების გამოყენების შემდეგ შესაძლებელი გახდა შედარებითი ანალიზის გაკეთება და დაკვირვება, თუ რამდენად ეფექტური აღმოჩნდა ინტერვენციები შედეგების გასაუმჯობესებლად.

მოსწავლეებში  მონაცემის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა ,რომ  მათი მოტივაცია საგრძნობლად ამაღლდა, როგორც ჯანსაღი ცხოვრების მიმართ, ასევე ბიოლოგიის საგნისადმი.


მშობლების უმრავლესობამ  დადებითად შეაფასა  ინტერვაციების დროს დაგეგმილი აქტივობები.





       ღია კითხვებში მოსწავლეებმა დააფიქსირეს საკუთარი შეხედულებები. კითხვაზე რატომ გსურს ბიოლოგიის შესწავლა, მოსწავლეებმა აღნიშნეს რომ მათ სამომავლოდ გამოადგებათ, რომ იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით და სხვისთვისაც იყვნენ მისაბაძი მაგალითი, გააკეთონ ცხოვრებაში სწორი არჩევანი, გაუფრთხილდნენ სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. გამოთქვეს სურვილი ისწავლონ და გაიგონ მეტი ინფორმაცია იმ საკითხების შესახებ რაც მათ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაეხმარება.  
         აღნიშნული აქტივობები, მართლაც შეესაბამება თანამედროვე სწავლების  მოთხოვნებს, თუმცა მათი ხშირი გამოყენება ვერ ხერხდება, რადგან წინასწარ ჭირდება სასწავლო რესურსის მომზადება, რაც დამატებით დროს და დაფინანსურ ხარჯებს მოითხოვს. ამ მეთოდებით სწავლა ხდება სახალისო და შემოქმედებითი პროცესი მოსწავლეებისთვის.





თავი VI    კვლევის შედეგების ანალიზი

     ინტერვენციების განხორციელებამ დადებითი შედეგები გამოიღო მოსწავლეებისთვის . დაკვირვებამ აჩვენა, რომ როგორც წარჩინებული, ისე აკადემიურად ჩამორჩენილი მოსწავლეები, დიდი ინტერესით მუშაობდნენ ჯგუფურად, ჯგუფური მუშაობის დროს ავლენდნენ  კომუნიკაციის  უნარებს, ეხმარებოდნენ ერთმანეთს.
ჯგუფებში წარმატებულ მოსწავლეებს მიმაგრებული ჰყავდათ დაბალი მზაობის მქონე მოსწავლეებიმოსწავლეები მუშაობდნენ ერთად, უსვამდნენ ერთმანეთს შეკითხვებს, იყენებდნენ ბიოლოგიურ ცნებებს საუბარში.
     1.  მოსწავლეების მიერ გაკეთებული იქნა პროექტი:  ,,თამბაქოს მავნე ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე." 
 ბლოგის მისამართიhttp://tamaridzidziguri10.blogspot.com/p/blog-page_45.html
მოსწავლეები  ეწვივნენ  მასწავლებელთან ერთად    ადგილობრივ სამედიცინო პუნქტს, სადაც ექიმმა მაია ნებიერიძემ ჩაუტარა მოსწავლეებს  საუბარი ჯანსაღი ცხოვრების წესის და  თამბაქოს მავნებლობის შესახებ.მოსწავლეებმა დაუსვეს მას კითხვები  თამბაქოს შესახებ,რაზეც მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია და გაიღრმავეს ცოდნა.
  პროექტზე მუშაობა იყო მათთვის სახალისო და უფრო მოტივირებულები იყვნენ.
     2.თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის დღეს 31 მაისს მოაწყვეს ღონისძიება ,,მსოფლიო თამბაქოს გარეშე „            აჩვენეს თავიანთი შექმნილი ვიდეოკლიპი, რომელიც ატვირთეს  youtube –ზე https://www.youtube.com/watch?v=d7YdHQUEtQw  ,სადაც  გააკეთეს მიმართვა თანატოლებისადმი  თამბაქოს წინააღმდეგ და მოახდინეს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია . 
  ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებამ კიდევ უფრო დააინტერესა მოსწავლეები , მათმა მოიძიეს ინფომაცია თამბაქოს მავნებლობის შესახებ შექმნეს ბუკლეტები და დაარიგეს მოსახლეობაში. ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატეს თამბაქოს მოხმარების  მიმართ. 
პრეზენტაცია განახორციელეს სლაიდშოუს გამოყენებით , https://www.youtube.com/watch?v=d4WwVdcApTY
       ამ  კვლევის პროცესში მოსწავლეები გაეცვნენ და გაიღრმავეს ცოდნა არაჯანსაღი კვების პროდუქტების, მავნე  ნივთიერებების თამბაქოს და ნარკოტიკების  შესახებ, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია თითოეულ მათგანს ადამიანისთვის, როგორ უსწრაფებს სიცოცხლეს ადამიანებს მათი აქტიური მოხმარება. სიღრმისეულად გაეცვნენ მათ შემადგენლობასა და შედეგებს, რომლის მოტანაც მათ შეუძლიათ. არაჯანსაღი ცხოვრების წესის შედეგად ადამიანი კლავს ჯერ თავისუფლებას, შემდეგ ჯანმრთელობას და ბოლოს სიცოცხლეს.
       შემაჯამებელი კითხვარის შევსების დამთავრების შემდეგ, ერთობლივად ვაანალიზებდით შედეგებს.  მოსწავლეებმა გააკეთეს თვითშეფასება.
      დაკვირვებითა და მოსწავლეების გამოკითხვით დადგინდა, რომ ჩატარებული აქტივობებით  მოტივაცია საგრძნობლად ამაღლდა, მოსწავლეთა ინტერესი გაიზარდა ჯანსაღი ცხოვრების წესის და  ბიოლოგიის საგნის მიმართ,
       

თავი VII   მიგნებები, დასკვნები, რეკომენდაციები

               კვლევაში გამოყენებული მეთოდიკა მიმართული იყო ბიოლოგიის საგნისადმი მოსწავლეთა ინტერესის გაზრდასა ჯანსაღი ცხოვრების წესის ამაღლებისაკენ, ჯანსაღი ცხოვრების წესის არსის გათავისებასა და პირად ცხოვრებაში დამკვიდრებაზეადამიანმა გონივრულად უნდა გამოიყენოს ყველა დებულება ქცევის შესახებ რომელიც ამ კვლევაში იყო გამოყენებული  ჯანსაღი კვება, ცხოვრების რაციონალური რეჟიმი, მავნე ჩვევებზე უარის თქმა დ  ა  უნდა ემსახურებოდეს ადამან ფიზიკური, სულიერი, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფას, რეალურად გარემომცველ სამყაროში.
კვლევის ჩასატარებლად  მჭირდებოდა  მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან თანამშრომლობა. მათ ჩემთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატეს.
მოსამზადებლად განსაკუთრებული სამუშაოს ჩატარება არ დამჭირვებია.
      შედეგებზე დაყრდნობით შევიმუშავე რეკომენდაციები, რომლებიც დამეხმარება მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და  ბიოლოგიის სწავლისადმი ინტერესის გაზრდაში.
·         მოსწავლეებმა ხშირად მიიღონ მონაწილეობა მსგავს გამოკითხვებში, პროექტებში, რადგან აუმაღლდეთ ცნობიერება ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.
·         მასწავლებელმა და მოსწავლემ ურთიერთთანამშრომლობით დაგეგმონ სასწავლო აქტივობები;
·         განახორციელოთ აქტიური კავშირი მშობლებთან  თანამშრომლობის თვალსაზრისით.

        მიმაჩნია, რომ დადებითი შედეგი გამოიღო კვლევამ, საჭიროა ყველა ოჯახში     ხშირად იყოს საუბარი ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ. თვითონ მშობელი იყოს მაგალითი მოსწავლისთვის როგორ უნდა იცხოვრო ჯანსაღი ცხოვრებით. საჭიროა სისტემატური ხასიათი მიეცეს მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთთანამშრომლობას საგაკვეთილო პროცესის მსვლელობის დროს, რადგან რასაც მოსწავლე სახლში ვერ ისწავლის ,სკოლაში გაკვეთილზე მასწავლებლისგან უნდა  ისწავლოს.
        კვლევის შედეგების და თვითონ კვლევის გაზიარება კოლეგებთან დაეხმარება ჩემ კოლეგებს თვითონ წარმართონ მსგავსი კვლევები საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის, ასევე შეიმუშაონ მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნისთვის საჭირო სტრატეგიები.
     
     ბიბლიოგრაფია:

1ბოჭორიშვილი მანანა გაკვეთილის პროცესის წარმართვაში მოსწავლეთა მონაწილეობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები (29 აგვისტო, 2014)  http://mastsavlebeli.ge/?p=1915

  2.   გიორგაძე მიხეილი. „როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე?“ / ციფრული რესურსი http://www.slideshare.net/mylenss/ss-1589 2201

 3.  ზურაბიშვილი . „თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაშისოციალურ მეცნიერებათა ცენტრი 2006           .  http://old.ucss.ge/geo/publication/publications_detail.php?ID=173
4.   თედორაძე რუსუდან  ბიოლოგიის სწავლების საშუალებები (27 სექტემბერი, 2015)  http://mastsavlebeli.ge/?p=930
5.      ინასარიძე , ლობჟანიძე , რატიანი , სამსონია . „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევინაწილი II მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2016http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/gzamkvlevi%20meore%20nawili.pdf
6.  ლობჟანიძე სოფიკო. „როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევებიინტერნეტჟურნალიმასწავლებელი“ 2012 წლის 3 მაისი.     http://mastsavlebeli.ge/?p=281

7.   წულაძე . „რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებშითბ. 2008. http://css.ge/files/Books/Books/raodenobrivi_kvlevis_meTodebis_saxelomzgv.pdf

   8.ცხოვრების ჯანსაღი წესი არსი და პრინციპები http://www.mkurnali.ge/profilaqtika2/2432-ckhovrebis-jansaghi-tsesi-arsi-da-principebi.html

9.ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-16წ.


დანართი: 1
ეთიკური ნორმების დაცვის უზრუნველსაყოფი ფორმა:
ქალბატონ/ბატონ -------------------------------
ვაწარმოებ კვლევას ,,საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესის გაზრდა მოსწავლეებში და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.“

გთხოვთ დამიდასტუროთ ხელმოწერით, რომ თანახმა ხართ, კვლევის ფარგლებში, ვაწარმოო თქვენს შვილთან   და თქვენთან   ინტერვიუ და ანკეტირება.
                          პატივისცემით:  თამარ ძიძიგური
                         მშობლის ხელმოწერა---------------------------




დანართი 2

ინტერვიუ
Top of Form
სახელი
გვარი
სქესი
o     მდედრ.
o     მამრ.
o    რატომ არ უნდა ვიკვებოთ სწრაფი კვების ობიექტში?

o   
საჭიროა თუ არა ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე?

 რა არის ნიკოტინი?


როგორ ვლინდება თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული პრობლემები?


რა არის ნარკოტიკის მოხმარებით გამოწვეული პრობლემები?


            რას ნიშნავს ვიკვებოთ სწორად?

            როდის გასინჯე პირველად თამბაქო?

           

დანართი 3

კითხვარი მოსწავლეებისთვის
1. საჭიროა თუ არა ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე?
             ა) საჭიროა            ბ). სულერთია 
            გ) მშობლები ზრუნავენ   ) არ არის საჭირო
2.  რა არის ნიკოტინი?
       ა) მავნე ნივთიერება   ბ). ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ნივთიერება
      ) ტკივილგამაყუჩებელი საშუალება  ) სიამოვნების მომნიჭებელი
3.როგორ ვლინდება თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული პრობლემები?
     ა) თითების გაყვითლება    .) ხმის ტემბრის შეცვლა
       . უსიამოვნო სუნი პირის ღრუში   . ყველა ერთად
4  ღირს თუ არა წუთიერი სიამოვნება  ჯანმრთელობის შერყევის ფასად?
       ა). დიახ         ბ). არა
       .) ზოგჯერ     დ). არცერთი პასუხი სწორი არა არის
5.  რა იგულისხმება კვების სწორ რაციონში?
. ჩიფსი, შაურმა         . ბოსტნეული და ხილი    
 . კოკაკოლა, . დიდი რაოდენობით ტკბილეული
6.რას ნიშნავს ვიკვებოთ სწორად?
. ორჯერადი კვება   . ოთხჯერადი კვება
  . ერთხელ კვება   . ყველა პასუხი სწორია
7,რამდენად ხშირად შედიხარ სწრაფი კვების ობიექტში?
ა). მუდმივად           ბ). იშვიათად 
 .) არ ვსარგებლობ            დ). ხშირად

დანართი 4
ანკეტირების კითხვები მშობლებისათვის:

1.  როგორ ფიქრობთ,  უნდა იკვებონ თუ არა ბავშვებმა სწრაფი კვების ობიექტებში?
ü  დიახ
ü  არა
2. როგორ ფიქრობთ სჭირდებათ თუ არა ბიოლოგიის საგნის ცოდნა მოსწავლეებს ?
ü  დიახ
ü  არა
3. თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ?
ü  დიახ
ü  არა





კვლევის ანგარიშის რეფლექსია

             2016–2017 სასწავლო წელს ჩავატარე პრაქტიკის კვლევა თემაზე:    ,,როგორ შევუწყოთ ხელი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას  დაბიოლოგიის საგნისადმი  ინტერესის გაზრდას“
      კვლევა მიმდინარეობდა ექვსი თვის მანძილზე, 2017 წლის 25 იანვრიდან 2017წლის 5 ივნისამდე. კვლევის მიზანი იყო მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ბიოლოგიის საგნისადმი ინტერესის გაზრდა. კვლევის პროცესში განხორციელებული მრავალფეროვანი  ინტერვეციების შედეგად  გამოიკვეთა შემდეგი: კვლევაში მონაწილე მოსწავლეებს განუვითარდათ სხვადასხვა სახის სასწავლო უნარ–ჩვევები.   მოსწავლეებისთვის საინტერესო იყო განსხვავებულ აქტივობებში მონაწილეობა, ისტით გამდიდრებული გაკვეთილები,ინტერვიუს აღება ,პროექტებზე მუშაობა, კითხვარების შევსება, ვიდეორგოლის გადაღება.
     ამ     კვლევის საფუძველზე მოსწავლეები გაეცვნენ და გაიღრმავეს ცოდნა თამბაქოს  და ნარკოტიკებს მავნე ზემოქმედების შესახებ  .გაიგეს  თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია თითოეულ მათგანს ადამიანისთვის,  შეისწავლეს  მათ შემადგენლობა და შედეგებ, რომლის მოტანაც მათ შეუძლიათ. არაჯანსაღი ცხოვრების წესის შედეგად ადამიანი ინადგურებს თავის ჯანმრთელობას . მათ  კიდევ უფრო კარგად გაიაზრეს  არაჯანსაღი პროდუქტების მავნე ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე..
       პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის დასრულების შემდეგ ნაშრომი გავუზიარე კოლეგებს პრეზენტაციის სახით. კვლევამ მოწონება დაიმსახურა. მათ დაადასტურეს, რომ საკვლევი პრობლემა იყო ნამდვილად აქტუალური.    ვინაიდან მოსწავლეთა სწავლისადმი დაბალი მოტივაცია არა მხოლოდ ბიოლოგიის მასწავლებლების ,არამედ ყველა სხვა სასკოლო საგნების  პედაგოგთა ,ზოგადად სკოლის და საზოგადოების პრობლემაა.  დაინტერესდნენ შედეგებით და გაუჩნდათ სურვილი საკუთარი პრაქტიკის კვლევა განახორციელონ.თემის არჩევა მათი პრაქტიკის საჭიროებიდან გამომდინარე მოხდება.
       კოლეგებისაგან მივიღე  დადებითი უკუკავშირი და საინტერესო რჩევები, რასაც გავითვალისწინებ მომავალ საქმიანობაში. მათი თქმით, ჩემს მიერ ჩატარებული ინტერვენციები კარგად იყო დაგეგმილი და უკეთესი შედეგების მისაღწევად სასურველია ამ მიმართულებით კვლავ გავაგრძელო მუშაობა.
        პრაქტიკის ჩატარებული კვლევა ჩემთვისაც  სასარგებლოა, მან ჩემი პროფესიული ოსტატობა უფრო განავითარა, გამიჩინა კმაყოფილების შეგრძნება და მოტივაცია მომავალი საქმიანობისადმი.


                              ლაშის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი :თამარ ძიძიგური










No comments:

Post a Comment